პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ: მედიატორმა შემაჯამებელი დოკუმენტი შეადგინა

© Sputnik / Vladimir Umikashviliპოლიცია იცავს ჰესის სამშენებლო მოედანს
პოლიცია იცავს ჰესის სამშენებლო მოედანს - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
გამოწერა
ერთ-ერთ პირობაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „რიონის ხეობის მცველებმა“ შემდგომი პროტესტი სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე უნდა გააგრძელონ, ხოლო პოლიციის ძალები რიონის ხეობას დატოვებენ.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ, რომელიც შეხვედრის მედიატორი იყო, მოლაპარაკების მხარეებს შემაჯამებელი დოკუმენტი გაუგზავნა.

დოკუმენტის ნათარგმნი ვერსია ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.

შეხვედრა, რომელსაც მედიატორების გარდა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები და გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნატახტარში გუშინ ცხრა საათს გაგრძელდა.

პროექტთან დაკავშირებით:

–  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაასაჯაროებს ინსპექტირების ანგარიშს მშენებლობის ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით (2 კვირა);

–  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს მოკვლევას გარემოსდაცვით ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით და გაასაჯაროებს (ორი კვირა );

–  ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

– მწვანე ალტერნატივა მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს კონტრაქტის კომერციული პირობების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

სიტუაცია რიონის ხეობაში:

– რიონის მცველები გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე;

– პროკურორი განიხილავს და გამოაქვეყნებს დასკვნას დაკავების შემთხვევებზე;

–  პოლიცია აიღებს არსებულ ბარიერს და უზრუნველყოფს მთავარ გზაზე დაშვებას (პარასკევს);

–  პოლიცია ორგანიზებას გაუწევს და თან გაჰყვება რიონის ხეობის მცველებს სამშენებლო მოედანის მონახულებისას და დაუშვებს დოკუმენტაციას (პარასკევს);

ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა:

– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და დაუგზავნის ყველას საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის თავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, (ივლისი).

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0