ევროპის კიდევ რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ წასვლას

© Pixabay / karlherlგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სეზონურ სამუშაოებზე გერმანიასა და ისრაელში გაემგზავრონ.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა თავისი მოქალაქეების ევროპაში სეზონური დასაქმების თაობაზე მოლაპარაკებებს კიდევ ცხრა ქვეყანასთან აწარმოებს, ნათქვამია ანგარიშში მინისტრთა კაბინეტის მუშაობის შესახებ, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა.

საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ საფრანგეთში გამგზავრებას წლის ბოლომდე შეძლებენ>>

ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებმა უკვე მიიღეს სეზონურ სამუშაოებზე გერმანიასა და ისრაელში წასვლის უფლება. წლის ბოლომდე სეზონური შრომითი მიგრანტების მიღებას საქართველოდან საფრანგეთიც დაიწყებს.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ზალკალიანი: გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულებს შრომის ღირსეული პირობები ექნებათ

ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ქართულმა მხარემ შეთანხმების დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თაობაზე უკვე გაგზავნა პორტუგალიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, კვიპროსსა და უნგრეთში.

მსგავს შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები წარმოებს ბელგიასა და საბერძნეთთან, დაწყებულია მოლაპარაკებები ფინეთთან.

საუბარია სეზონურ სამუშაოებზე რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე ვადით. სამუშაოდ წასვლის მსურველები ჯერ სპეციალურ პორტალზე რეგისტრირდებიან, შემდეგ გასაუბრებას გადიან.

თითოეულ ქვეყანას თავისი მოთხოვნები აქვს ასაკთან, კვალიფიკაციასთან და ენების ცოდნასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი საერთო კრიტერიუმია – რომ არ უნდა იყოს დარღვეული კანონი და სავიზო რეჟიმი.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს>>

საქართველოს მთავრობამ თავისი მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყანაში ლეგალურად გაგზავნის გადაწყვეტილება ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არქონის გამო მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0