ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

© Pixabay / aliceabc0შეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
ბევრი ქალისთვის ცნება „მამაკაცის ღრმა სიყვარული" ირონიული და სასაცილოა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მამაკაცისთვის ნამდვილი სიყვარული უცხო ხილია, კაცებს მხოლოდ სიჭაბუკეში უყვართ და მაშინაც ამ გრძნობას ჰორმონალურ აფეთქებებში ურევენ.

ასტროლოგიური თვალსაზრისით კი ეს ასე კატეგორიული სულაც არ არის. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სიყვარული და შეყვარება ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. არიან ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გული აქვთ და მათთვის სიყვარული ძალზე ღირებული გრძნობაა.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის>>

კურო

კუროს მთვარე და ვენერა მართავს, ამიტომ ის არ შეიძლება სიყვარულისადმი გულგრილი იყოს. კურო მამაკაცი ძალზე მოსიყვარულეა, რომანტიკული, მძაფრად რეაგირებს გრძნობებზე. მისი აზრით, გრძნობების გამოხატვა მამაკაცის საქმე არაა, ამიტომ ის მალავს ემოციების ქარიშხალს, სანამ საპასუხო გრძნობაში არ დარწმუნდება. შემდეგ კი კურო არ დაიშურებს არც ენერგიას, არც ფანტაზიას, გამომგონებლობას, რომ საყვარელი ქალი კვარცხლბეკზე აიყვანოს.

მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მაგრამ ყველა კურო მამაკაცს არ შეუძლია ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა და ამის მიზეზი ეჭვიანობაა. ეს გრძნობა ხანდახან ძალიან საშიში ხდება. პათოლოგიაში გადაზრდილ ეჭვიანობას კი ოჯახის დანგრევაც შეუძლია. სიყვარულში კურო მამაკაცი ბედნიერი იქნება თევზებთან, ქალწულთან და თხის რქასთან.

კირჩხიბი

მამაკაცი კირჩხიბის გულს მთვარე მართავს, ამიტომ მას მთელი გულით უყვარდება. ამით აიხსნება ასევე მისი ერთგულება, რომანტიკულობა და გრძნობების სიღრმე. ამას გარდა, მთვარემ ეს ნიშანი დაასაჩუქრა სენტიმენტალობითა და ემპათიით. გარეგნობით ყველაზე ბრუტალური კირჩხიბიც კი, სინაზისა და მოულოდნელი რომანტიკული სიურპრიზის დროს, ძალზე მგრძნობიარე ხდება. მას თავადაც შეუძლია სიურპრიზებით გაოცება, ქალის ლამაზად მოხიბვლა. კირჩხიბი მამაკაცი ხშირად თავის თავს ურთიერთობებსა და ოჯახში ხედავს. ის განსაკუთრებით სერიოზულად ირჩევს პარტნიორს და მხოლოდ პოტენციურ ცოლს ხვდება. თუ მან ქალში მეოჯახე ვერ დაინახა, ურთიერთობები გაცივდება.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

კირჩხიბის სიყვარულში ერთი უკიდურესობაა: ის იმდენად დიდი რაოდენობით აგროვებს ამ გრძნობას, რომ ხშირად თავადაც ვერ უმკლავდება. თუ კირჩხიბს შეუყვარდა, მისგან თავის დაღწევა ძალზე რთულია, მას სიყვარულით შეუძლია „დაახრჩოს" თავისი საყვარელი ქალი. ასეთი სიყვარულის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ქალწულებს, კუროებსა და მორიელებს.

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სასწორი

სასწორის ნიშნის მამაკაცებს ვენერა მართავს. მათ შეუძლიათ, იყვნენ საკუთარი გრძნობების ერთგული, ქალის გარშემო შექმნან სიყვარულის, ბედნიერებისა და ჰარმონიის ატმოსფერო. ურთიერთობები იქნება სტაბილური, შესაძლოა, არ იყოს ფოიერვერკებით სავსე, მაგრამ წონასწორობა და ჰარმონია გარანტირებულია. სასწორი სიყვარულში ერთგულია, მას წლებთან ერთად გული არ უცივდება და სიყვარული ყოფაში არ იკარგება. სწორედ მამაკაცი სასწორები არიან წყვილებში, რომლებიც ოქროს ქორწილს ზეიმობენ. სხვა ოჯახების მსგავსად, მათ ოჯახებშიც არის კამათი და ჩხუბი, კონფლიქტები, მაგრამ სასწორ მამაკაც ჰყოფნის მოთმინება და სიბრძნე, რომ კონფლიქტი მოაგვაროს. ამ ნიშნის წარმომადგენლებში დიპლომატია სისხლშია გამჯდარი.

სასწორთან ურთიერთობა არ გამოვა, თუ მას ანგარების მიზნით დაუკავშირდებით. როგორც კი იგრძნობს მამაკაცი, რომ მისი რჩეული არ აფასებს ან ვერ ხედავს მის სიყვარულს, უბრალოდ, იყენებს მას, ის ადგება და წავა. ამასთან, წავა სკანდალის გარეშე, ჩუმად. იდეალურად აეწყობა ურთიერთობები ქალ მერწყულთან, ტყუპთან და ლომთან.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

თევზები

თევზები დიდსულოვანი და დიდებული ნეპტუნის ზეგავლენას განიცდიან. ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებში მას სიყვარულის გაღვივება ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებით შეუძლია: სინაზე და ძალა, მგრძნობელობა და გაუცხოება, რომანტიზმი და სიმკაცრე. თვითონ ნიშანი იშვიათად არის ერთგული და პროგნოზირებადი, მაგრამ სიყვარულში ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები მაინც ახერხებენ გარკვევას.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

სიყვარული თევზებისთვის - ეს, პრაქტიკულად, მშობლიური სახლია, სამყოფელი, სტიქია, თუ ისინი შეყვარებული არ არიან, ბედნიერს მათ ვერ უწოდებ. სიყვარულში მამაკაცი-თევზი ბედნიერებით არის აღსავსე. ის აღმერთებს საყვარელ ქალს, თუნდაც მას ის თვისებები არ გააჩნდეს, რომელიც მამაკაცს ქალში მოსწონს. საწინააღმდეგოს მტკიცებას აზრი არა აქვს - ვარდისფერ სათვალეზე ის უარს არ იტყვის. ის ბედნიერია თავის ილუზიებში და უარს ამბობს სინამდვილის მიღებაზე, რათა იმედი არ გაუცრუვდეს.

სწორედ ამიტომ ძალიან რთულია მამაკაც-თევზთან ურთიერთობების გაწყვეტა. ის ძალიან განიცდის თავის გრძნობებს და სახალხოდ შეუძლია ამაზე ისაუბროს. ერთადერთი, რასაც მისი იმედგაცრუება შეუძლია, ისაა, თუ ქალი არ წაახალისებს და სტიმულს არ მისცემს მის სიყვარულს. ამ შემთხვევაში ყველაფერი სავალალოდ დასრულდება - თევზ მამაკაცს თავისი თავიც უყვარს და სიცივეს ვერ აიტანს. როდესაც ქალისგან დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებს საჭირო შეგრძნებებს, ის სხვის საძებნელად მიდის. მტკიცე ურთიერთობების აგება თევზ მამაკაცთან შეუძლიათ თხის რქებს, კუროებსა და მორიელებს.

ყველა ახალი ამბავი
0