„შავმა სოკომ“ ინდოეთიდან კიდევ ერთ ქვეყანაში შეაღწია: არიან გარდაცვლილები

© AP Photo / Natacha Pisarenkoპაციენტი საავადმყოფოს პალატაში
პაციენტი საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
დაავადება „შავი სოკოს“ სიმპტომებია ცხვირიდან სისხლდენა და გაძნელებული სუნთქვა, თვალების შეშუპება, ქუთოთოების ჩამოწევა, მხედველობის დაბინდვა, შავი ლაქები ცხვირის გარშემო

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ერაყში მომაკვდინებელი დაავადება მუკორმიკოზით (იგივე  „შავი სოკო“) უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა Rudaw ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ექიმები ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
ინდოეთში „შავი სოკოს“ გავრცელების ფონზე ადამიანებს თვალის ამპუტაცია უტარდება

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პაციენტი ქალაქ ნასირიაში გარდაიცვალა, სადაც „შავი სოკოთი“ კიდევ რამდენიმე ადამიანია დაავადებული.

„ქალაქ ნასირიაში „შავი სოკოთი“ დაავადების ოთხი და სიკვდილის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.  „შავი სოკო“ იმ გართულებების გამო ჩნდება, რომლებსაც კორონავირუსი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითების გამო“, — განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, მუკორმიკოზი სოკოვანი დაავადებით გამოწვეული გართულებაა, რომელიც ორგანიზმში დაზიანებული კანის გავლით აღწევს.

დაავადება განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით დაავადებულებისა და ასევე მათთვის, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული — მაგალითად, კორონავირუსის გამო.

„შავი სოკოს“ სიმპტომებია: ცხვირიდან სისხლდენა და გაძნელებული სუნთქვა, თვალების შეშუპება, ქუთოთოების ჩამოწევა, მხედველობის დაბინდვა, შავი ლაქები ცხვირის გარშემო.

ყველა ახალი ამბავი
0