თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ისრაელის ქალაქ გივატ–ზეევში სინაგოგის ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, იუწყება სააგენტო РИА Новости.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, 219 დაშავებულიდან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.
სააგენტოს ცნობით, რელიგიური რიტუალი ჯერ კიდევ მშენებარე სინაგოგაში მიმდინარეობდა. ჩამონგრევის მიზეზი ტრიბუნაზე დიდი რაოდენობით ხალხის შეკრება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საფრთხის შესახებ მორწმუნეები წინასწარ გააფრთხილა, თუმცა ისინი სინაგოგაში მაინც შეიკრიბნენ.