საქართველოში აკვაკულტურის მოშენებაზე ნებართვის გაცემის ახალი წესები შემუშავდა

© Government of Georgiaნორვეგიული ორაგულის საწარმო გურიაში
ნორვეგიული ორაგულის საწარმო გურიაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ახალი რეგულაციების მიხედვით, აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის (წყლის ორგანიზმების) მოშენება-გამრავლებაზე ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური.

ქართული ხამანწკები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქართული ხამანწკებითა და მიდიებით რუსეთი და აზერბაიჯანი დაინტერესდნენ

უწყების მონაცემებით, დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად.

„აღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და შიდა   წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება) აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

  • საქართველოში თევზის ჭერა ნებადართულია წლის განმავლობაში, ამასთან თევზი უნდა იყოს გარკვეული ზომის, რასაც თევზჭერის თექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს. გამონაკლისს წარმოადგენს თევზის რამდენიმე სახეობა, რომელთა დაჭერაც აკრძალულია - ესაა ზუთხისებრი, შავი ზღვის ორაგული, კალმახი, მდინარის კიბო და ზღვის ძუძუმწოვრები.
არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
ევროკავშირი საქართველოს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

უწყების მონაცემებით, დადგენილება აკვაკულტურის მოშენება-გამრავლების ნებართვების გაცემის წესსა და ვადებს განსაზღვრავს. აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკვაკულტურის ნებართვას არ საჭიროებს მცირე ზომის საოჯახო მეურნეობები (50 მ3 მოცულობის).

„რაც შეეხება აკვაკულტურის კონსტრუქციების გარეშე ტბებსა და სხვა წყალსატევებზე ბუნებრივი საკვების ხარჯზე აკვაკულტურის მეურნეობის წარმოების მიზნით ნებართვების გაცემას, აღნიშნული მოწესრიგდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ცალკე დადგენილებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მზარდია აკვაკულტურის როლი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ინვესტიციების განხორციელება, ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეების დაინტერესება.

ყველა ახალი ამბავი
0