ბურჯანაძე: ვეტერანების გმირობა არასდროს უნდა დავივიწყოთ

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. თავს ვალდებულად ვთვლი ფაშიზმზე გამარჯვების დღე მივულოცო მსოფლიოში ყველა ვეტერანს, ადამიანებს რომლებმაც თავი გაწირეს და ბოლომდე იბრძოლეს უკეთესი მომავლისათვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოში დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება – წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი. 

9 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ნინო ბურჯანაძემ ქართველ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი იმსახურებენ, ქვეყანამ და საზოგადოებამ სათანადოდ დააფასოს.

„თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული ამ ომში და არიან ოჯახები საიდანც ხუთი, ექვსი, შვიდი და მეტი ადამიანია ფრონტზე წასული. წარმოუდგენელია ამ ადამიანების არ დაფასება. ვეტერანები იმსახურებენ, გვახსოვდეს მათი თავდადება, იმსახურებენ იცხოვრონ ღირსეულ საქართველოში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

დღეისთვის საქართველოში 263 ვეტერანი ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0