ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები და სათბურები დააზიანა

© photo: City Hall of Zugdidi Municipality / FBუამინდობა
უამინდობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა განსაზღვრული არ არის, ამიტომ უცნობია, თუ რა ტიპის დახმარების გაწევას შეძლებს მუნიციპალიტეტი.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭიაურსა და ვარდისუბანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და სათბურები დააზიანა, იუწყება „პირველი არხი“. 

ქარისგან წაქცეული ხე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ქობულეთს ქარიშხალი დაატყდა თავს – დაშავდა ორი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

დილიდან მერიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და შექმნილ ვითარებას სწავლობენ. ადგილზე მობილიზებული არიან ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.

სინოპტიკოსები უახლოებს დღეებში საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0