თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე 25 აპრილს სააღდგომო ბაზრობა გაიმართება, ინფორმაციას სოციალურ საწარმოთა ალიანსი ავრცელებს.
სააღდგომო ბაზრობა იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. ბაზრობაზე 17 სოციალური საწარმოს პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, რომლის შეძენასაც ადგილზე მისული მოსახლეობა შეძლებს.
ბაზრობაზე გაიყიდება სააღდგომო ხელნაკეთი ნივთები, ასევე სხვადასხვა აქსესუარები და ხის სათამაშოები.
ბაზრობის მონაწილე სოციალური საწარმოები არიან:
„ბაბალე“, „ჩუ“, „კოდალა“, „ჩირიგე“, „იკორთა“, „სამეზობლო“, „არაბული არტჰაუსი“, „ნუკრიანის სახელოსნოები“, „ეთნოდიზაინი“, „პოტერია“, „დადარი“, „კაფუნე“, „თემი“, „იალონი“, ფარშევანგი“, „ისტორიალი“ და 7R.
ალიანსში აცხადებენ, რომ სააღდგომო ბაზრობის მთავარ მიზანს სოციალური საწარმოების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს. ბაზრობა 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და „ქარავანი“.