სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის მართვის 10-წლიან გეგმაზე მუშაობს

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
საქართველოში 2021 წლის იანვარში ახალი „ტყის კოდექსი“ ამოქმედდა, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. იმისთვის, რომ სწორად წარვმართოთ სატყეო ოპერაციები, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ტყის ინვენტარიზაცია და მართვის 10-წლიანი გეგმა. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„2021 წელს დაგეგმილია 169.187 ჰექტარზე ადიგენის, თეთრიწყაროსა და ამბროლაურის სატყეო უბნებზე მართვის 10-წლიანი გეგმების მომზადება. ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარე წელს დაგეგმილია 297 ჰექტარზე“, – განაცხადა დავითაშვილმა პარლამენტში.

საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2021
საქართველოში ტყის კოდექსი ამოქმედდა

მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სატყეო დარგში რეფორმის რეალიზება.

მინისტრის განცხადებით, სატყეო კონცეფციაზე მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა რეფორმა, დიალოგი და დისკუსია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან, დიდი იყო ზოგადად საერთაშორისო ჩართულობა, დონორების მხარდაჭერა, ევროპის ბევრი ქვეყანა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობდა.

„საბოლოოდ, პარლამენტმა 2020 წელს მიიღო ახალი „ტყის კოდექსი“, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის იანვრიდან. კოდექსი აყალიბებს ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკას, რაც საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივი რესურსი გამოვიყენოთ მეტი ეკონომიკური სარგებლით და ასევე უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა გვქონდეს ტყეებში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2020
საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა გრძელდება

საქართველოში 2021 წლის იანვარში ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს ტყეების აღრიცხვასა და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას. ბოლო მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის (6,97 მლნ ჰა) 40% ტყით არის დაფარული, რაც 2,7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან ტყის ლანდშაფტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ტყის ფონდის ფართობი იცვლება. 2021 წლიდან ყველა ტყე აღირიცხება და საკუთრების ტიპის და კატეგორიების მიხედვით დაიყოფა.

ახალი კოდექსით შესაძლებელი გახდა, გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მოხდეს როგორც პოლიტიკური, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე მიუვალი ტყეების მდგომარეობის შეფასება, ასევე ტყეების განვითარების ან დეგრადაციის, მათი მრავალფეროვნების, კლიმატური ცვლილებების გავლენის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0