მათი გადასაწყვეტი არაა – ნათია თურნავა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ

© Government of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრის გადადგომას სულ უფრო აქტიურად ითხოვენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა ან გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს

ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კვირას არაერთხელ გაისმა.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას თურნავამ აღნიშნა, რომ ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება.

„მინდა ვთქვა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია, რომ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობამ ეკოლოგებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიის ხელმეორე კვლევა და სამშენებლო სამუშაოების დროებით გადადება შესთავაზა; გარდა ამისა, ასევე წამოაყენა წინადადება რიონის ხეობის განვითარების სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ.

აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია დასრულდა: შემდგომი გეგმები

„ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში და ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე“, – განაცხადა თურნავამ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან ადგილობრივი მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და სამშენებლო სამუშაოებთან ახლოს კარვების ქალაქიც მოაწყვეს. პერმანენტული აქციები იმართება ქუთაისშიც.

მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება, რადგან ტერიტორიის გეოლოგიური პირობები საკმარისად არ შეისწავლეს და პროექტის შემუშავებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა შეჩერდა

როგორც საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებენ, თურქულმა კომპანია ENKA Riniubels-მა და მისმა თანამშრომლებმა უნდა დატოვონ ტერიტორია, ხოლო საქართველოს მთავრობამ გააუქმოს განკარგულება „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის შესახებ. ახლა აქციის მონაწილეები მინისტრ თურნავას გადადგომასაც მოითხოვენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს 4 მარტს დაავალა, რომ ისინი შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მოქალაქეებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ხელისუფლების მხრიდან რიგი კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, ჰესის ძირითადი ობიექტების – კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა დროებით შეჩერდა.

აქციების მონაწილეები წინადადებების განხილვაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

მდინარე რიონი ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
„ნამახვან ჰესის“ პროექტის შესაბამისობას სტანდარტებთან საერთაშორისო კომპანია შეისწავლის

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დაიკავებს – ცაგერისა და წყალტუბოს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. მისი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0