რუსეთის ფლოტმა ატლანტიკაში აშშ შეაშინა: ნატო ბლოკადაზე ფიქრობს

გამოწერა
აშშ და მისი მოკავშირეები ატლანტიკის ოკეანეში რუსეთის ფლოტის აქტიურობამ შეაშინა. დასავლელი სამხედრო ჩინოვნიკები მიიჩნევენ, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება

პენტაგონში განსაკუთრებით შფოთავენ რუსული წყალქვეშა ნავების გამო, რომლებიც „სულ უფრო ხშირად ჩნდებიან აშშ-ის სანაპიროებთან“, და ასევე ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონების“ გამოც, რომლებიც უკვე მომავალ წელს შევა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში.

ამერიკელ სამხედროებს ეშინიათ, რომ ამ უახლესი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები აშშ-ის ტერიტორიის დიდ ნაწილზე შეძლებენ სახმელეთო ობიექტების განადგურებას. ამასთან „ცირკონები“ მათთვის მოუწყვლადი იქნება. ამიტომ აშშ-სა და ნატოში ცდილობენ მოძებნონ მეთოდი, რათა რუსეთის სამხედრო ხომალდებს აშშ-სა და მისი მოკავშირეების სანაპიროებთან მიახლოების საშუალება არ მისცენ. ერთ-ერთ ასეთ მეთოდად აშშ-სა და ნატოს სამხედრო ჩინოვნიკებს ბლოკადა მიაჩნიათ. ეს ვარიანტი კი ომის გამოცხადების ტოლფასია.

ყველა ახალი ამბავი
0