ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ხელოვნური ზეინტელექტისთვის ადამიანი შინაურ ცხოველად იქცევა – ფუტუროლოგების პროგნოზი

© Pixabay / geraltრობოტისა და ადამიანის ხელები
რობოტისა და ადამიანის ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
ადამიანმა, შესაძლოა, ვერც კი გააცნობიეროს, რომ ზეინტელექტი მეურვეობს, თუმცა იმას კი შენიშნავს, რომ ცხოვრების პირობები უმჯობესდება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ხელოვნური ზეინტელექტის შექმნამ, რაც რამდენიმე ათწლეულში მოხდება, შესაძლოა შედეგად ის მოიტანოს, რომ ადამიანები მისთვის ერთგვარ შინაურ ცხოველებად იქცნენ.

მომავლის ქალაქი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2020
როგორი იქნება ცხოვრება ასი წლის შემდეგ: ფუტურისტები სენსაციურ პროგნოზს აქვეყნებენ

ამის შესახებ Singularity University-ს მოსკოვის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფუტუროლოგმა ევგენი კუზნეცოვმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

„ზეინტელექტის შექმნა 2070 წლისთვის იგეგმება. გასულ წელს მათემატიკურად დადასტურდა თეორემა, რომ ადამიანი ვერ შექმნის ზეინტელექტის კონტროლის სისტემას, რომ ზეინტელექტი ყოველთვის გამოითვლის კონტროლის მექანიზმს და თავს დააღწევს მას. ე.ი. მისი გაკონტროლება პრინციპულად შეუძლებელია. როგორც კი ხელოვნურ ზეინტელექტს გზას მივცემთ, ის ჩვენზე სწრაფად და უჩვენოდ განვითარდება“, — აცხადებს ფუტუროლოგი.

კუზნეცოვი არ გამორიცხავს, რომ ზეინტელექტისთვის ადამიანი სახლის „ფისოდ“ იქცეს, რომელზეც ის იზრუნებს, მაგრამ ომების საშუალებას არ მისცემს.

ამასთან ადამიანმა შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროს, რომ მეურვეობის ქვეშაა, თუმცა ცხოვრების დადებით ცვლილებებს კი შენიშნავს.

მანამდე ფუტუროლოგებმა გამოაქვეყნეს პროგნოზი, რომლის თანახმადაც ასი წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა აღარ იზრუნებს საკვების მომზადებაზე, ვინაიდან ადამიანები კერძებს პირდაპირ ინტერნეტიდან „გადმოქაჩავენ“ და საყოფაცხოვრებო 3D პრინტერზე დაბეჭდავენ.

ყველა ახალი ამბავი
0