Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩუმად გადაგვიღეს ფოტო და მეორე ცოლს ჩაუგდეს...“ – როგორ შეირთო ვახო სანაიამ მესამე ცოლი

© Photo: Vakho Sanaia / FBვახო სანაია თამუნა ყურაშვილი
ვახო სანაია თამუნა ყურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გაამხილა, როგორ გაიგო მისმა მეორე ცოლმა, რომ მესამე ცოლი შეირთო და რატომ დაწერა ნათია გაბუნიამ სოციალურ ქსელში პოსტი.

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პირველად ისაუბრა იმ სკანდალზე, რაც მისი მეორე ცოლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს მოჰყვა. როგორც ვახო სანაიამ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ განაცხადა, საზოგადოებას ჰგონია, თითქოს მეორე ცოლი ჰყავდა და მესამე მოიყვანა, მაგრამ ეს ასე არ არის.

ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას მეორე ცოლთან ურთიერთობა გარკვეული ჰქონდა, ყველაფერი დამთავრებული იყო და კრიტიკის ქარცეცხლში უმიზეზოდ გაატარეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მეორე ცოლიც ხვდება, რომ იმ სტატუსის დაწერა დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა და ყველა ცოლს ერთმანეთთან და მასთან „გადასარევი ურთიერთობა“ აქვს.

„როცა მესამედ ვიქორწინე, ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. რამდენიმე ადამიანი წავედით რესტორანში და ვივახშმეთ. არ ვიცი როგორ მოხდა, ვიღაცამ დამინახა, ფოტო გადამიღო მესამე ცოლთან ერთად და ჩაუგდო ფოტო ჩემს ყოფილ ცოლს. ამას დაემატა მისი ემოცია და აფეთქდა ჩემი ტელეფონი“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

 

სანაიას ყოფილმა ცოლმა, ჟურნალისტმა ნათია გაბუნიამ 2019 წლის 23 ივლისს დაშორების შესახებ ვრცელი პოსტი დაწერა. „რაც შეეხება ფარულ ქორწილს „ჩექინის“ გარეშე, ეს იმდენად სასაცილო და, ამავე დროს, ტრაგიკული ამბავია, თავისთავად ცხადს ხდის ამბავს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარი ქალთა სოლიდარობისთვის „ხმალამოღებულ მებრძოლთან” მალულად რომ იქორწინებს და ამას „ინბოქსში” ჩაგდებული ფოტოთი გაიგებ“, – დაწერა ვახო სანაიას მეორე ცოლმა.

ამ პოსტში ნათია გაბუნიამ მისი ყოფილი ქმრის ახალი პარტნიორი არ დაასახელა. ნათიას ძალიან ბევრი ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ამხნევებდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ჭორები მალე გავრცელდა და სანდო ადამიანები ცნობილი ჟურნალისტის ახალ რჩეულად სტომატოლოგ თამარ ყურაშვილს ასახელებდნენ. თამარ ყურაშვილი ჟურნალისტების ეკა კვესიტაძის, ინგა გრიგოლიას, ნინია კაკაბაძის, მსახიობ ანა ჩირაძის („ჩიკას“), ასევე სხვა ცნობილების ძალიან ახლო მეგობარია. ამჟამად წყვილს საერთო ვაჟი – სანი სანაია ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0