თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ანდრეი ბაბიშის ოფიციალურ მილოცვაშია აღნიშნული, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საკითხებში, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. ძალიან ვაფასებ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის“, – ნათქვამია ბაბიშის გზავნილში.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება.
თურქეთის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა>>
საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა.