რუსული „მონადირე“ - შედარება ამერიკულ და თურქულ დრონებთან

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირუსული დრონი „მონადირე“
რუსული დრონი „მონადირე“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
პლანეტის მძიმე მზვერავ-მოიერიშე დრონების ოლიმპზე რუსული „მონადირე“ კონკურენტებს ყველა საფრენი და საბრძოლო მახასიათებლებით აღემატება.

ის კიდევ მეტად ხვეწს ინტელექტს და უახლოეს წლებში შეიარაღებაში შევა.

ნოვოსიბირსკის ჩკალოვის სახელობის ავიაქარხანა მძიმე მოიერიშე დრონ С-70 „მონადირის“ კიდევ სამ საცდელ ნიმუშს აგებს. მანქანები თანმიმდევრულად იხვეწება და გეგმურად ჩაერთვება საფრენ ცდებში 2022-2023 წლებში. მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე მეორე „მონადირეს“ შეეხო. იხვეწება პლანერის კონსტრუქცია, საბორტე რადიოელექტრონული აღჭურვილობის სისტემები და ძრავი.

Су-57  - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2020
მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

იანვრის დასაწყისში აშულუკის პოლიგონზე საფრენი ცდების განმავლობაში პირველმა „მონადირემ“ წარმატებით დააზიანა სახმელეთო სამიზნეები 500 კილოგრამიანი ბომბებით. სპეციალისტების აზრით, უახლესი სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი თავისუფალი ვარდნის საბრძოლო მასალების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. „მონადირეს“ შეუძლია ავტომატურად გაანადგუროს სახმელეთო სტაციონარული და შეზღუდულად მოძრავი სამიზნეები წინასწარ ცნობილი კოორდინატებით, გარე კორექციები შესაძლებელს ხდის დარტრყმები უფრო ზუსტი იყოს. სპეციალურად რუსული დრონისთვის იქმნება შიდაფუზელაჟური მართვადი ტრაკეტები „ჰაერი-ჰაერი“ და „ჰაერი-ზედაპირი“.

ბორტზე იარაღის დიდი არსენალის მქონე მცირედ შესამჩნევი „მონადირის“ საბრძოლო დანიშნულება არის შორის სადაზვერვო ფრენები და ზეზუსტი დარტყმები მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. ანალოგები მსოფლიოში არ არსებობს. მანამდე ამერიკული ჟურნალი Forbes-ი წერდა: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების MQ-9 Reaper-სგან განსხვავებით, რუსული სადაზვერვო-მოიერიშე დრონიამბოხებულებთან ბრძოლისთვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტებისთვის.

მომაკვდინებელი შედარება

საზენიტო კომპლექსი  - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2020
მიმოხილვა: რუსული საზენიტო კომპლექსი - საუკეთესო იარაღი დრონებთან ბრძოლისთვის

დრონების მოდისა და ტექნოლოგიების კანონმდებლებად 21-ე საუკინის დასაწყისში ისრაელი და აშშ მიიჩნეოდა. ცოტა ხნის წინ მათი დაწევა სცადა თურქეთმა, რაზეც Bayraktar ТВ2-ის ეფექტური მოქმედებები მეტყველებს ყარაბაღის კონფლიქტისას. რუსეთმა დრონების თემატიკის განვითარება ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა მეტად დამაჯერებლად.

პირველი წარმატებული პროექტი იყო დრონი „ორიონი-3“, რომელიც შეიარაღებაში 2020 წელს შევიდა. თუმცა ნამდვილ ტექნოლოგიურად გარღვევად С-70 „მონადირე“ იქცა. შესადარებლად ის თანამედროვე უცხოური მანქანების მწკრივში უნდა დავაყენოთ ყველაზე მძიმე სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტოების კლასში. ასეთები კი არის ისრაელის IAI Eitan, თურქული Bayraktar Akinci, ამერიკული MQ-9А Reaper-ი. ძირითადი მახასიათებლებით – სიშორით, სისწრაფითა და საიერიშო შესაძლებლობებით - შედარება მომაკვდინებელია კონკურენტებისტვის.

С-70 „მონადირეს“ შიდა ნაკვეთურებში 6 ტონამდე არსენალის ზიდვა შეუძლია. და ეს მაშინ, როცა ტვირთამწეობით ყველაზე ახლოს მდგომ IAI Eitan-ს მხოლოდ 2 ტონა საბრძოლო მასალის ზიდვა შეუძლია. შესაბამისად, ერთი რუსული „მონადირე“ საბრძოლო პირობებში ისრაელის, ამერიკულ თუ ღურქულ სამ ანალოგიურ მანქანას ჩაანაცვლებს.

ცნობილია, რომ „მონადირის“ კრეისერული სისწრაფე 1000 კმ/სთ ორჯერ აღემატება უახლოეს კონკურენტ MQ-9А Reaper-ს (480 კმ/სთ).

ზედა ზღვარზე მეტი

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2020
მიმოხილვა: რუსული უპილოტო „მონადირე“ ხელოვნური ინტელექტით

უნდა ითქვას, რომ რუსული დრონი უცხოურ ანალოგებზე მნიშვნელოვნად მძიმეა, აღჭურვილია ტურბორეაქტიული ძრავით, აქვს ხელოვნური ინტელექტუ და „მფრინავი ფრთის“ ფორმა. მთლიანობაში უცხოპლანეტურ ხომალდს ჰგავს ფანტასტიკური ფილმიდან და ამით რუსეთის ფენომენალური ტექნოლოგიური დაწინაურება დასტურდება.

იმ ქვეყნების წრე, რომლებსაც მძიმე მზვერავ-მოიერიშე უჩინარი დრონების შექმნა შეუძლიათ, ძალიან ვიწროა. „მონადირის“ თითოეულ შესამჩნევ მოძრაობას ყურადღებითა და დაკვირვებით აანალიზებენ ოკეანის გაღმა. მაგრამ დასავლელ პარტნიორებს მაინც რაღაც უძლით ხელს, მიაღწიომ ახლოს მდგომ ტექნიკურ მახასიათებლებს.

მაგალითად, ანალოგიური ამერიკული პროექტი X-47B (Northrop Grumman) ამუხრუჭებს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გაფრენა 2011 წელს განხორციელდა - როცა კორპორაცია „სუხოიმ“ „მონადირის“ შექმნაზე მუშაობა დაიწყო. პერპექტიული დრონის ადაპტაციის პროგრამა UCLASS-ი პენტაგონმა 2013 წელს ჩაუშვა. მანქანა 2020 წლისთვის უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ ამერიკელმა სპეციალისტებმა რატომღაც ეჭვი შეიტანეს დრონის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში. ამიტომაც პროგრამა UCLASS-ის ფარგლებში მოიერიშე დრონის სტატუსი ეტაპობრივად მცირდებოდა სადაზვერვომდე, შემდეგ კი მფრინავ საწვავშემავსებლამდე.

„მონადირეს“ შეუძლია მოიერიშე ავიაციის სტრატეგია და ტაქტიკა გადაწეროს. როცა სერიული „მონადირეები“ საბრძოლო მწყობრში ჩადგება, მშვიდობა უფრო მტკიცე გახდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0