არსად არ მივდივარ, ჯერჯერობით მოვდივარ – პრემიერი გადადგომის შესახებ ჭორებზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
ეს ჭორები უკვე მომაბეზრებელი გახდა, განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს და მათ უფრო საინტერესო თემის მოძებნა ურჩია.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე.

ვინ გახდა „წლის ადამიანი“? - Georgian Times-მა  კითხვა ჟურნალისტებს დაუსვა>>

ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადააყენებენ, ხოლო მის ადგილზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაინიშნება.

„წელიწადზე მეტია მესმის ეს კითხვები, როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ ხომ არ წახვედით... ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?! ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. ხომ შეიძლება რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ვისაუბროთ?.. უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.
დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2020
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

გავრცელებული ხმები გახარიას გადადგომის შესახებ ასევე უარყო თავდაცვის მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავრობაში რამე სახის მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება დაგეგმილი არ არის.

„ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – რამენაირად საზოგადოებაში შეიტანოთ შფოთი და შექმნათ წარმოდგენა, თითქოს ჯგუფში რაღაც არეულობაა. ამ დროს, მე გარწმუნებთ, აბსოლუტურად არაფერი ხდება. დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0