ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ქალაქის მოსახლეობამ უსახლკარო ქალი დააბინავა და სამსახურში მოაწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliუსახლკარო ადამიანი
უსახლკარო ადამიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
უსახლკარო ქალს, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში გათბობის მაგისტრალზე ცხოვრობდა, ქალაქის მოსახლეობამ ბინა უქირავა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. იაროსლავლის გულისხმიერმა მცხოვრებლებმა უსახლკარო ქალს, 59 წლის ნინას, რომელსაც ძლიერი ყინვები საფრთხეს უქმნიდა, ბინა უქირავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შვიდი წლის განმავლობაში გათბობის მაგისტრალზე ცხოვრობდა.

ის, რომ უსახლკარო ქალი ღამეს გათბობის მაგისტრალზე ატარებდა, აქტივისტებმა ანდრეი ბროიმ და ანტონ კოროლიოვმა შეიტყვეს. ქალაქში ძლიერი ყინვები დაიჭირა და მეგობრები ნინას ბედით შეწუხდნენ.

მათ იპოვეს ქალი და შოკირებული დარჩნენ იმით, რაც ნახეს. მეტისმეტად დაბალი ტემპერატურის ფონზე გათბობის მაგისტრალური მილები სიცხისგან ვარვარებდა. ამიტომ, რომ არ დამწვარიყო, ქალი მილებს ძონძებსა და მუყაოს ყუთებს აფენდა.

საინტერესო ის იყო, რომ ნინა არ ტოვებდა „ფსკერამდე დაცემული“ ადამიანის შთაბეჭდილებას.

„ის არ ყარდა, როგორც ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. აღმოჩნდა, რომ კვირაში ერთხელ აბანოში დადის, აცვია წესიერად, საკვების შესაგროვებლად ნაგვის ურნებში არ დაძვრება, პატივს სცემს საკუთარ თავს, ზრუნავს, ყოველდღე იმზადებს წვნიანს კოცონზე“, — ამბობს ბროი.

აღმოჩნდა, რომ ნინა შვიდი წლის წინ იაროსლავლში გავრილოვ-იამსკის რაიონიდან ჩავიდა, სადაც მას სახლი დაეწვა. აქტივისტები ამბობენ, რომ დეტალურად არ იციან ქალის ცხოვრების ისტორია და ბევრი მომენტი კიდევ გასარკვევია. ცნობილია, რომ ნინა მარტოხელაა, დოკუმენტები არ აქვს და პენსიას არ იღებს.

​ქალი ექიმებმა გასინჯეს და განაცხადეს, რომ ნინა სრულიად ჯანმრთელია და ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. ამასთან ის გონიერი, ძალიან მოკრძალებული და კეთილი ადამიანი გამოდგა.

თავიდან აქტივისტებმა ნინა რამდენიმე დღით კერძო ორგანიზაციაში გადაიყვანეს, რომელიც უსახლკაროებზე ზრუნავს, შემდეგ კი მის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ინფორმაცია და დახმარება ითხოვეს. მოწოდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ხალხი ფულს გზავნის, ნივთებს გვთავაზობს. ნინას ახლა აქვს რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, ტანსაცმლის მთელი გროვა — თან კარგი. მაგალითად, საერთოდ უხმარი „დუბლიონკა“, — ამბობენ აქტივისტები.

გარდა ამისა, სტილისტმა ელენა ფადეევამ ნინას სრულიად უსასყიდლოდ მოუწესრიგა თმა — შეჭრა, შეღება და სრულიად გარდაქმნა იგი.

მერე კი მთელმა ქალაქმა შეკრიბა ფული და ნინას ერთოთახიანი ბინა უქირავეს, საყოფაცხოვრებო ნივთებიც შეუგროვეს და მაცივარი პროდუქტებით გაუვსეს.

აღმოჩნდა, რომ ნინას სისუფთავე უყვარს — ბინაში შესვლის პირველსავე დღეს დაასუფთავ-დააწკრიალა იქაურობა და მოაწყო კიდეც.

ჯერი მუშაობაზე მიდგა. ნინა პროფესიით მკერავია, მაგრამ ჯერჯერობით დამლაგებლად იმუშავებს. მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი გულისხმიერი აქტივისტები საბუთების აღდგენაში დაეხმარებიან, რათა ოფიციალურად მიიღოს ხელფასიც და პენსიაც.

  • „სიხარულსა და კმაყოფილებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ადამიანს ნამდვილად ვეხმარები. ეს ძალას მაძლევს. ნინას უხარია, რომ მუშაობას იწყებს. ვფიქრობ, მას ყველაფერი გამოუვა“, — აღნიშნა ანტონ კოროლიოვმა.

ახლა აქტივისტების გეგმაში ნინას დამწვარი სახლის აღდგენაში დახმარებაც შედის, რაც ქალის ყველაზე დიდი ოცნებაა.

ყველა ახალი ამბავი
0