COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 194.705 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.276 (ბოლო 24 საათში – 43), კარანტინის რეჟიმშია 405, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.149 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.588 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.972-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 216.843-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 194.705 (ბოლო 24 საათში – 1.972) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.276 (ბოლო 24 საათში – 43), კარანტინის რეჟიმშია 405, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.149 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.588 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0