საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე რამდენიმე პაციენტს იკვლევენ

გამოწერა
რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი ტიპი, ჯერჯერობით გარკვეული არაა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი უფრო სწრაფად ვრცელდება.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე რამდენიმე პაციენტს იკვლევენ, რომელთაც უშუალოდ დიდ ბრიტანეთში არა, მაგრამ ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

 COVID-19 - Sputnik საქართველო
„ბრიტანულ შტამს“ გადადების უმნიშვნელოდ მაღალი უნარი აქვს: ეპიდემიოლოგის განმარტება

„კორონავირუსის ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ. ბოლო ორ კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და კორონავირუსი დაუდასტურდათ", – განაცხადა პაატა იმნაძემ. 

იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ძველისგან იმით განსხვავდება, რომ იგი შედარებით მარტივად ვრცელდება. ეს კორონავირუსის პირველი მუტაცია არ არის, რომელმაც ამ შტამის ინფექციურობა შეცვალა.

„პირველი ევროპული შტამები უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე იყო უჰანიდან წამოსული შტამები. ახალ შტამს გადამდებლობის უნარი მაღალი აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იწვევს მის სიმძიმეს. კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შტამი იმუნიტეტს არ ემუქრება, ანუ ვაქცინა მასზეც იმოქმედებს“, – განაცხადა მან. 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, იგი 70%-ით უფრო გადამდებია. ახალი ტიპის კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში კოვიდ-შეზღუდვების მეოთხე დონის ახალი სისტემა Tier Four ამოქმედდა. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ყველა ახალი ამბავი
0