9 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 9 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 მაისი

2-11 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მფარველობს. ამ პერიოდში მერყევი, მეოცნებე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60 და 64.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა შროშანა. ეს ადამიანები არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას.

9 მაისს დაბადებულები

9 მაისს ბედნიერი ადამიანები იბადებიან. აქვთ პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა, მრავალმხრივი ნიჭი და ნებისმიერ არჩეულ საქმეში წარმატების მიღწევის დიდი შანსი, თუ საკუთარ თავზე იმუშავებენ. ეს მათ ხასიათსაც ეხება - უნდა გამოიმუშაონ სიმტკიცე, რათა დაბრკოლებებს მედგრად დაუდგნენ წინ.

ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ>>

არიან საიმედო ადამიანები. თუ პირობას დადებენ, მის შესრულებას ყველანაირად ეცდებიან. თუ რაიმე საქმეს ირწმუნებენ, თავს ვალდებულად გრძნობენ, მხარი დაუჭირონ ამ საქმეს და ბოლომდე იბრძოლონ. ხშირად საქმე ან რაიმე იდეა იპყრობთ, რაც ხანდახან კარგია და ხანდახან - ზიანის მომტანიც, რადგან ბრძოლა იდეის ან მიზნისთვის ყოველთვის არ გულისხმობს დეტალურად გაწერილ გეგმას, ზოგჯერ გამარჯვება სრულიად წარმოუდგენელია, მიზანი - განუხორციელებელი; ამას კი ამ დღეს დაბადებულებისთვის ტანჯვის მოტანა შეუძლია. მათ, პირველ რიგში, უნდა ისწავლონ მიზნის გარჩევა, რისთვის ღირს ძალების დახარჯვა, რომელია რეალური საქმე და შემდეგ შეუდგნენ მის განხორციელებას.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

მიუხედავად ამ დღეს დაბადებულების ფიზიკური განვითარებისა და შესაძლებლობისა, მათგან მუდამ ენერგიის დიდი ნაკადი მოდის. არიან მოძრავი, ემოციური, აქტიური, არააგრესიული ადამიანები, თუმცა, თუ განრისხდნენ, და ეს შეიძლება მათთვის ძვირფასი რაიმეს ხელყოფის დროს მოხდეს, ნამდვილ ურჩხულს ემსგავსებიან.

9 მაისს დაბადებულები ყოველთვის ცდილობენ, დაიცვან სუსტები. ბავშვობიდან ვერ იტანენ ტირანიას ნებისმიერ გამოვლინებაში და ყოველთვის ებრძვიან მას. ყოველთვის ეძებენ სფეროს, სადაც მათი რესურსები ღირსეულად იქნება გამოყენებული, რათა ფუჭ საქმეებზე დრო და ძალა არ დახარჯონ. ოჯახშიც რაციონალურად გეგმავს ხარჯებს - მხოლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე. სწორედ ამ რაციონალიზმში იმალება მათი წარმატების საიდუმლო - როგორც შემოქმედებით, ისე საქმიან სფეროებში.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

მარსის მფარველობის ქვეშ დაბადებულებს საერთოდ არ გააჩნიათ შიშის გრძნობა, ამას კი შეიძლება სერიოზული ფიზიკური ტრავმა მოჰყვეს. კვების რაციონში უნდა შეზღუდონ ხორცი და შაქარი, ხოლო მარცვლეული, თევზის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული მათ დიდ სარგებელს მოუტანს.

რჩევა:

აუცილებლად ისწავლეთ ემოციების გაკონტროლება, განსაკუთრებით კი მრისხანების მოთოკვა. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, თქვენი მრისხანებით ვისი განაწყენებაც შეგიძლიათ. როდესაც სხვების პრობლემებს წყვეტთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოველთვის ყველას პრობლემების გადაჭრა არ შეიძლება, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. იყავით მეტად მოქნილი და უსმინეთ ხალხს.

ყველა ახალი ამბავი
0