ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

როგორ ცხოვრობენ სიცივის პოლუსზე

© photo: Sputnik / V. Jakovlev / გადასვლა მედიაბანკშიოიმიაკონელი მეირმეები
ოიმიაკონელი მეირმეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული ადგილია. თუ ტომტორის მკვიდრი ამბობს – „ცივა“, დიდი ალბათობით, ის გულისხმობს, რომ გარეთ მინუს 60 გრადუსია.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputniik. ტომტორი პაწაწინა სოფელია, ჩაკარგული იაკუტიის თოვლიან ტრამალებში. რამდენიმე მუზეუმი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლა, საავადმყოფო, ადმინისტრაცია, მაღაზია – თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სწორედ აქ იყრიან თავს ტურისტული ჯგუფები. საქმე ის არის, რომ ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული ადგილია. ვიდრე სტუმრები ტკბებიან „იაკუტიის სალუტებით“ – მდუღარე წყლის შხეფებით, რომლებიც ჰაერში იყინებიან, და მინუს 60 გრადუსზე გაუყინავ მდინარეში ბანაობენ, ადგილობრივები ღუმელს ათბობენ, ცხენის ხორცს მიირთმევენ და მეცხოველეობას მისდევენ. 

გაზაფხული სოჭში - Sputnik საქართველო
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში

შორი გზა

იაკუტსკიდან ტომტორამდე 900 კილომეტრია, მანქანით ჩასვლას დღე-ღამე სჭირდება. გზის დიდი ნაწილი ფედერალური გზატკეცილია, ბოლო 150 კილომეტრი კი ოღროჩოღრო, „ადგილობრივი მნიშვნელობის“ გზაა. თუმცა თბილ სეზონზე ტომტორში თვითმფრინავიც დაფრინავს, ბილეთი 13 ათას რუბლზე მეტი ღირს და ამიტომ ავტომობილით მგზავრობა ორჯერ იაფი ჯდება.

„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“

თუ ტომტორის მკვიდრი ამბობს – „ცივა“, დიდი ალბათობით, ის გულისხმობს, რომ გარეთ მინუს 60 გრადუსია. მინუს 40 გრადუსი აქ ყინვად არ მიაჩნიათ.

ადგილობრივი მოსახლეობა სიცხეს ვერ ეგუება. მინუს 40 ნორმალურია, ეს ნიშნავს, რომ გაზაფხული დადგა. ასეთ ტემპერატურაზე ცხოვრებას ბავშვობიდან არიან შეჩვეული.

ტომტორის ცენტრში სახლების უმეტესობაში ცენტრალური გათბობაა, შემოგარენში კი ღუმელს დღეში ორჯერ-სამჯერ ახურებენ. ახლა ცენტრალური გათბობის ჩართვა ყველა სახლში იგეგმება, რადგან სოფლის გარშემო შეშა აღარ დარჩა. 

© photo: Sputnik / Ygor Mikhaliov / გადასვლა მედიაბანკშიტურისტები სამახსოვრო ნიშანთან
როგორ ცხოვრობენ სიცივის პოლუსზე - Sputnik საქართველო
ტურისტები სამახსოვრო ნიშანთან

ადგილობრივები მშობლიურ საცხოვრებელ გარემოში უნიკალურს ვერაფერს ხედავენ. „ვცხოვრობთ, როგორც ყველა“. „ჩემთვის აქ განსაკუთრებული არაფერია: ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ეს ტურისტებს უკვირთ ყველაფერი, უკვირთ, როგორ ვცხოვრობთ ასეთ სიცივეში, თანაც ასეთ მიუდგომელ ადგილზე“, – ამბობს ტომტორის მკვიდრი.

თუმცა ყინვებისთვის ყოველ ჯერზე მაინც საჭიროა მომზადება: იაკუტიაში, განსაკუთრებით ტომტორში, ეს მორიგი პროცედურაა – როგორ გაიწმინდოს ფანჯრები გაზაფხულზე.

მანქანებში ორმაგი შუშებია ჩაყენებული, სალონში დამატებითი გამათბობელია დამონტაჟებული. ზამთარში ძრავს არ აქრობენ, ან, თუ აქრობენ, მაქსიმუმ ათი წუთით. გარაჟებზე დიდი მოთხოვნილებაა, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა მათი განუწყვეტლივ გათბობა. ხალხს, ძირითადად, ქურქები, უნტები აცვია.

ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ზამთარი ბოლო წლებში ნაკლებად მკაცრია. ადრე სამი თვის განმავლობაში მინუს 60 გრადუსი ჩვეულებრივი ტემპერატურა იყო.

„ბუნება ჩვენი მეგობარია“

ტომტორის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – თბილი მდინარეებია. კონტრასტი შეჭირხლულ ხეებსა და თოვლით შეფიფქულ სანაპიროს შორის – განსაცვიფრებელია. სწორედ ამიტომ ტურისტების უმრავლესობისთვის პროგრამის უცილობელი პუნქტი არის მდინარეში ბანაობა.

ცხელი წყაროები მიწიდან ამოდის, მდინარეებიც ამიტომ არ იყინება. წყალში პლუს ორი-სამი გრადუსია. მდინარეში იშვიათად ადგილობრივებიც ჩადიან ხოლმე. თუმცა ტურისტებისთვის ეს უკვე ჩვეული საქმეა. 

© photo: Sputnik / Falamov / გადასვლა მედიაბანკშიზამთარი სოფელ ოიმიაკონში
როგორ ცხოვრობენ სიცივის პოლუსზე - Sputnik საქართველო
ზამთარი სოფელ ოიმიაკონში

მდინარეში ტურისტების ჩასვლის ტრადიცია ყველა ადგილობრივს არ მოსწონს. რადგან წყალი აქ სუფთაა, გამჭვირვალე, ფსკერზე კენჭებს დაითვლი. ხალხი ამ წყალს სასმელად იყენებს და ბუნების ნობათს უწოდებს. როგორც ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, ადგილობრივი წყაროს წყალი ქალაქის წყალს ბევრად სჯობს, ერთი ჭიქის დალევაც საკმარისია, რომ თავი კარგად იგრძნო.

სოფელში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო ცივილიზაციას, თავისებური ტრადიციები ჩამოყალიბდა.

© photo: Sputnik / Ayar Varlamov / გადასვლა მედიაბანკშიგერმანელი ტურისტი სოფელ ოიმიაკონში
როგორ ცხოვრობენ სიცივის პოლუსზე - Sputnik საქართველო
გერმანელი ტურისტი სოფელ ოიმიაკონში

როგორც ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, დასახლებაში საღამოს ხმაური მიღებული არ არის. ხალხი ბუნებასთან მეგობრობს. ტურისტები კი ამ წესებს ნაკლებად ემორჩილებიან. მეტისმეტად ხმაურიანები არიან.

სახორცე ჯიშები

ბევრი ადგილობრივი მეცხენეობას მისდევს. ცხენებს აქ ძირითადად საკვებად აშენებენ. იაკუტიაში განსაკუთრებული ჯიშია – მომცრო ცხენები თავად ახერხებენ გამოკვებას ზამთარშიც კი, მათ ბალახის პოვნა თოვლის ქვეშ შეუძლიათ.

მოსახლეობა ძირითადად ადგილობრივი პროდუქტებით იკვებება: ირმის ხორცი, ცხენის ხორცი, თევზი. ყველაფერი კალორიულია, აქ, ამ სიცივეში ვეგეტარიანელი ვერ გაძლებს, საჭიროა ბევრი ცილის მიღება. მაღაზიებში სიძვირეა. არიან ისეთებიც, ვინც მცენარეებს სათბურებში ახარებს, მაგრამ ეს უზარმაზარი შრომაა, ნაგებობების გათბობა ზაფხულობითაც კი საჭიროა. 

© photo: Sputnik / Jakovlev / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდები 60 გრადუსიან ყინვაში, სოფელი ოიმიაკონი
როგორ ცხოვრობენ სიცივის პოლუსზე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდები 60 გრადუსიან ყინვაში, სოფელი ოიმიაკონი

„კონტროლი ძლიერდება, სარგებელი კი არ ჩანს“

ბევრი თავს ირჩენს ნადირობითა და თევზაობით. ნადირობენ ცხენირმებზე, გარეულ ირმებზე, კურდღლებზე, იხვებზე – ყველაფერზე, რაც მოძრაობს და კალორიებს შეიცავს. ახლა კვოტები დააწესეს: დღეში ათი თევზი და არაუმეტეს ორი ბადისა, ისიც დარეგისტრირებულისა და მარკირებულისა. კონტროლი ძლიერდება, სარგებელი კი არ ჩანს. რაიონულ ცენტრში არტელი მუშაობს – ისინი მოსკოვში არიან რეგისტრირებული და გადასახადსაც იქ იხდიან, რეგიონში არაფერი რჩება, - წუხს ადგილობრივი მცხოვრები და დასძენს, რომ ტომტორში სამუშაო ნაკლებადაა, საბჭოთა კავშირის დროს მომარაგება უკეთესი იყო, ახლა კი ყველაფერი მოშლილია.

თუმცა, ზოგიერთის აზრით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. სამუშაოც არის და ინდივიდუალური მეწარმეობაც (სატრანსპორტო მომსახურება, მაღაზიები, სასტუმროები, ტურიზმი) ვითარდება. კარგადაა განვითარებული მეცხენეობა. მუშაობს ახალი სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, კონცერტები და შეჯიბრებებიც ეწყობა. 

© photo: Sputnik / V. Jakovlev / გადასვლა მედიაბანკშიწყლის დამზადება - სოფელი ოიმიაკონი
როგორ ცხოვრობენ სიცივის პოლუსზე - Sputnik საქართველო
წყლის დამზადება - სოფელი ოიმიაკონი

ადგილობრივები იაკუტიისთვის ტრადიციულ მეირმეობსაც მისდევენ. იქმნება ბრიგადები, რომლებიც ხალხს ასაქმებენ.

„თბილ ადგილებში არ გავემგზავრები“

სოფლიდან ადგილობრივები იშვიათად გადიან: შეიძლება ესტუმრონ ნათესავებს, რომლებიც ქალაქში გადასახლდნენ, ან სამედიცინო ცენტრს, ან კიდევ შვებულებისას გაემგზავრონ სადმე.

ზაფხულში ზოგიერთი თავს უფლებას აძლევს ზღვაზე დაისვენოს. თუმცა ამის შესაძლებლობა ბევრს არა აქვს.

არდადეგებს, როგორც წესი, იაკუტსკში ატარებენ, საზღვარგარეთ იშვიათად გადიან, ძვირი სიამოვნებაა. 

© photo: Sputnik / V. Jakovlev / გადასვლა მედიაბანკშიიაკუტი ბავშვები
როგორ ცხოვრობენ სიცივის პოლუსზე - Sputnik საქართველო
იაკუტი ბავშვები

მიუხედავად იმისა, რომ ტომტორში საავადმყოფო ფუნქციონირებს, ადგილობრივებს სამედიცინო დახმარებისთვის უსტ-ნერის რაიონულ ცენტრში გამგზავრება მაინც უწევთ ხოლმე. ეს უფრო ახლოსაა, ვიდრე იაკუტსკი, მაგრამ მანძილი მაინც სოლიდურია – თითქმის 500 კილომეტრი.

სოფლის საავადმყოფო, მკვიდრი მოსახლეობის თქმით, მხოლოდ პირველადი დახმარების აღმოსაჩენად გამოდგება. თუ საქმე გართულდა, საჭიროა ავადმყოფის რაიონულ ცენტრში გადაყვანა. მანძილის გავლას ერთი მიმართულებით თორმეტი საათი სჭირდება. მაგრამ თბილ ადგილებში გადასახლების სურვილი ადგილობრივებს მაინც არ აქვთ, რადგან აქაც კარგად გრძნობენ თავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0