რობერტ სტურუას „სცენის დიდოსტატის" წოდება მიენიჭა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრობერტ სტურუა
რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრალური ხელოვნების სახელგანთქმული მეტრი რობერტ სტურუა თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. დიდ ქართველ თეატრალურ რეჟისორს რობერტ სტურუას „სცენის დიდოსტატის“ წოდება მიენიჭა. ეს ჯილდო მაესტროს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გადასცა.

რეჟისორის დაჯილდოება ცნობილი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის ეროსი მანჯგალაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.

ჯილდო „ეროსი 95", რომელიც საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დააფუძნა, ასევე გადაეცა ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებს – კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასა და ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავს კახი კავსაძეს.

რობერტ სტურუა – კაცი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თხზავს>>

საღამოზე გამოვიდნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანსამბლი „რუსთავი". მათ შეასრულეს სიმღერები კინოფილმებიდან, რომლებშიც ეროსი მანჯგალაძე მონაწილეობდა.

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო
„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუა სპექტაკლს გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის

რობერტ სტურუა 1938 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

2011 წლის აგვისტოში სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან „ქსენოფობიური გამონათქვამების" გამო გაათავისუფლეს. მაშინ რეჟისორმა განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს.

შემდეგ სტურუამ მიიღო მოსკოვის თეატრის Et Cetera წინადადება და მთავარი რეჟისორის პოსტი დაიკავა.

2012 წლის ნოემბერში, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა, სტურუა აღადგინეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წლის ივნისში მან თბილისში გახსნა საკუთარი თეატრი „ფაბრიკა".

რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ რობერტ სტურუა დააჯილდოვა

სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს მსოფლიოში აღიარება მოუტანა. სპექტაკლები წარდგენილი იყო პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებზე.

რობერტ სტურუას ყველაზე ცნობილი სპექტაკლებია „სამანიშვილის დედინაცვალი" (თემურ ჩხეიძესთან ერთად), „კავკასიური ცარცის წრე", „ყვარყვარე", „რიჩარდ III", „მეფე ლირი" და სხვ.

სტურუას ჰყავდა ორი მუდმივი თანაავტორი – მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

ყველა ახალი ამბავი
0