ემუქრება თუ არა საქართველოს „ტროელი–გამომძალველების“ შეტევა

© photo: Sputnik / Stringerადამიანი კომპიუტერთან
ადამიანი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირუსული პროგრამა ოპერაციული სისტემების სუსტ წერტილებს იყენებს და მონაცემებს შიფრავს.

თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მომხმარებელთა კომპიუტერების 0,37% გაიშიფრა ვირუსული მშიფრავი პროგრამების მიერ. სომხეთში ამ მაჩვენებელმა 0,57%-ს მიაღწია, აზერბაიჯანში კი – 0,85%-ს, იუწყება კასპერსკის ლაბორატორია.

საქართველოს ფოსტა - Sputnik საქართველო
ინტერნეტში „საქართველოს ფოსტის" სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

„ტროელი–გამომძალველები“ – არის ვირუსული პროგრამების ნაირსახეობა, რომელიც ბოლო დროს ძალიან სწრაფად ვრცელდება. მათ ორ ძირითად სახეობად ყოფენ – მშიფრავი (cryptoransomware) და დამბლოკავი (blockers).

მშიფრავები კომპიუტერში მოხვედრისას კითხულობენ ფასეულ ფაილებს ისე, რომ შემდეგ მათი გახსნა შეუძლებელი ხდება, მათ გასაშიფრად კი შიფრის შემქმნელები გამოსასყიდს ითხოვენ. დამბლოკავები უბრალოდ ბლოკავენ მოწყობილობას. ანუ მომხმარებელი არათუ ფაილებს ვეღარ იყენებს, არამედ კომპიუტერითაც ვერ სარგებლობს.

კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემებით, მსოფლიოში 2019 წლის მეორე კვარტალში ტროელი–მშიფრავების 16 017 ახალი მოდიფიკაციაა აღმოჩენილი. შედარებისთვის: პირველ კვარტალში სამჯერ ნაკლები, 5222 ახალი მოდიფიკაციაა აღმოჩენილი.

ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა - Sputnik საქართველო
ფულის ონლაინ-ქურდობა: საქართველოს მოსახლეობას ახალ კიბერსაფრთხეებზე აფრთხილებენ

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მშიფრავების პროგრამა ერთი სქემით მოქმედებს. მომხმარებელს მისდის წერილი ვირუსული პროგრამით. გახსნის შემდეგ ვირუსი იყენებს ოპერაციული სისტემების სუსტ წერტილებს და მონაცემებს შიფრავს.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად ექსპერტები მომხმარებლებს პირადი კომპიუტერებისა და ოპერაციული სისტემების გადატვირთვას და განახლებას, ასევე ანტივირუსული პროგრამების ჩაწერას ურჩევენ.

მომხმარებლებს, რომლებსაც მშიფრავმა პროგრამებმა შეუტიეს, ექსპერტები ურჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ გადაუხადონ გამოსასყიდი გამომძალველებს ფაილების გასაშიფრად, რადგან ეს ფაილებზე წვდომის გარანტია არ არის, მაგრამ ნამდვილად არის ბოროტმოქმედების წახალისება ვირუსების შემდგომში გასავრცელებლად.

ყველა ახალი ამბავი
0