ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გაბუნიასთვის ორი თვით უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ნინო ნიჟარაძემ თანამდებობის დატოვება ნიკა გვარამიას მოსთხოვა.

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მეწილე თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვს, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
ვინ დგას გაბუნიას სკანდალური განცხადების უკან? ვერსიები და „რუსთავი 2“-ის მიზნები

ნინო ნიჟარაძე, რომელიც ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელია, არხის გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს პარტნიორთა კრებაზე დააყენებს, რომელიც 17:00 საათზეა ჩანიშნული. ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ არხის დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა კომპანიას ზიანი მიაყენეს სარედაქციო პოლიტიკის გამო და აღნიშნული ზიანი „რუსთავი2“-ს უნდა აუნაზღაურონ.

ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ რუსეთის პრეზიდენტის გინებისთვის გადააყენებენ და შვილიშვილებსაც კი მოუყვება ამას.

პუტინის გინება პირდაპირ ეთერში: რა ელოდება გაბუნიას ქართული კანონმდებლობით >>>

უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და მედიაექსპერტების მოსაზრებები ორად გაიყო იმის თაობაზე, როგორი რეაქცია უნდა მოჰყვეს ოპოზიციური ტელეარხი „რუსთავი 2“-ის ეთერში სკანდალურ გამოსვლას.

„რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა გაბუნიას შეფასებისას სამი სიტყვით შემოიფარგლა

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს დაუყოვნებლივ მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების განცხადებები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიას და მათდამი ნდობას ამცირებს.

ყველა ახალი ამბავი
0