არ მჯერა რომ ამის დაწერა მიწევს, რა გავაკეთო არ ვიცი - ლულუ კახიანი დაღუპულ შვილზე წერს

© photo: Pixabay / Counsellingტირილი
ტირილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 წლის გოგონა, რომელიც საბურთალოზე, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადავარდა, მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის და ჟურნალისტ ლულუ კახიანის შვილია.

16 წლის გოგონას ლენო გვარჯალაძის დაღუპვას მისი დედა ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
„ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი" – რას წერს VII სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას მამა

„ჩემი საოცრება ჩემთან აღარაა. არ მჯერა რომ ამის დაწერა მიწევს პანაშვიდები ხვალ და ზეგ. გამოსვენება შაბათს 2 სთ-ზე. მისამართი კანდელაკის 9. სართული 7.
ჩემი Lenø ჩემი სიცოცხლე როგორ მიყვარხარ, რა გავაკეთო არ ვიცი დეე", - წერს ლულუ კახიანი.

უბედური შემთხვევა საბურთალოზე 3 ივნისის ღამეს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორის თამარ ლოსაბერიძის განცხადებით, მომხდარის შესახებ სკოლამ ერთ-ერთი მოსწავლისგან იმ დილით გაიგო.

საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა >>>

„გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, ზრდილობიანი, გამოირჩეოდა განათლებით", – განაცხადა სკოლის დირექტორმა თამარ ლოსაბერიძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0