ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnikთოვლი საქართველოს სამხედრო გზაზე
თოვლი საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალვები ძლიერი ქარის, ნამქერებისა და შეზღუდული ხილვადობის გამოა დაწესებული

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

არამდგრადი ამინდი - Sputnik საქართველო
არამდგრადი ამინდი

კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ. მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი).

უწყების ცნობით, აკრძალვები ძლიერი ქარის, ნამქერებისა და შეზღუდული ხილვადობის გამოა დაწესებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0