საქართველოში სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება

© photo: Parliament of Georgia / FBირაკლი კობახიძე და ალექსანდრ ვუჩიჩი
ირაკლი კობახიძე და ალექსანდრ ვუჩიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და სერბეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოში სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.

საქართველოსა და სერბეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მწვავე თემა განიხილეს>>

კობახიძემ სერბეთში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხები.

„ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ეს არის სერბეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი", – განაცხადა კობახიძემ.

ბელგრადი, სერბეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებისთვის სერბეთის საზღვარი გაიხსნა

მისი ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს თვეებში გაიხსნება.

საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის არ არის აქტიური, თუმცა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს.

გასული წლის მარტში საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0