მუზეუმ „ქარვასლაში“ ომარ და მანანა კაჭკაჭიშვილების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

© Facebook / Geoscoveryიოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა 30 მარტამდე გასტანს

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ომარ და მანანა კაჭკაჭიშვილების ნამუშევრების გამოფენა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით იმართება, 30 მარტამდე გაგრძელდება.

 იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) - Sputnik საქართველო
თბილისის ისტორიული მუზეუმი თუთუ კილაძის გამოფენას მასპინძლობს

„ომარ კაჭკაჭიშვილი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული და მხატვართა კავშირის წევრი გახლდათ 1978 წლიდან. მას გამართული აქვს გამოფენები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში; ევროპისა და აზიის კერძო კოლექციებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ომარ კაჭკაჭიშვილის ნამუშევრები ძირითადად ქალაქურ მოტივებსა და საქართველოს რეგიონების ამსახველ პეიზაჟებს მოიცავს. ასევე გვხვდება ოსტატურად შესრულებული თემატური ნამუშევრებიც.

პროფესიით არქეოლოგის, მანანა კაჭკაჭიშვილის მხატვრობა გამოირჩევა აღმოსავლურ და თბილისურ მოტივებზე შესრულებული პორტრეტებით და სიუჟეტებით, რომელთაც ფერადოვანი გამა ახასიათებს.

ყველა ახალი ამბავი
0