მინისტრი ოპოზიციას მოუწოდებს ქართველ სამხედროებს არ მიაყენოს შეურაცხყოფა

გამოწერა
ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამსახურებები აღნიშნა

თბილისი,  15 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოპოზიციისა და სხვა კრიტიკოსებისგან ქართული ჯარისადმი, რომელსაც სრულიად „ცივილიზებული სამყარო“ აფასებს, პატივისცემა მოითხოვა.

თავდაცვის სამინისტრო ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც 9 მარტს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში თანხის გამოძალვის მიზნით  წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. პარასკევს სამხედრო პოლიციამ ორი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შესახებ განაცხადა.

ანგარიშსწორება ახალწვეულებზე - საქართველოს სამხედრო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა>>>

საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომხდარს „დედოვშჩინა“ უწოდა, რომელიც 90–იან წლებში კი არ დარჩა, არამედ ბრუნდება. მისი სიტყვებით, გაერთიანებული შტაბი პოლიტიკური განცხადებებითაა დაკავებული და არა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობით.

 „მინდა გამოვხატო არამარტო მინისტრის, არამედ მთელი ქართული ჯარის პოზიცია, რამდენადაც ისინი საკმაოდ  სენსიტიურად იღებენ ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, ასეთ დამოკიდებულებას, რომელიც ვნებს იმიჯს“, – განაცხადა მინისტრმა იზორიამ შაშკინის საპასუხოდ. 

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
სამხედრო სამსახურში გამარტივებული მიღება და განახლებული ტექნიკა – იზორიას გეგმები

მისი სიტყვებით, ქართველმა ჯარისკაცებმა წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჯარი ინსტიტუციურად ძლიერი და მსოფლიოში აღიარებული ყოფილიყო.

 „ეს არც მათი სუბიექტური შეფასებაა და არც ჩემი. ეს ცივილიზებული სამყაროს აღიარებაა, რომ ჩვენ  გვაქვს თავდაცვისუნარიანობისა და  ინსტიტუციონალური აღორძინების მნიშვნელოვანი პროგრესი“, – განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებთან.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი იმიჯი, თქვენი ინსტიტუციონალური განვითარება... განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ინსტიტუტი 90–იან წლებში  ბრუნდება, თითოეული სამხედროსთვის შეურაცხმყოფელია“, – აღნიშნა იზორიამ.

მისი სიტყვებით, როდესაც მსგავსი ბრალდებების ავტორები ხელისუფლებაში იყვნენ, ჯარში თანხის გამოძალვის ფაქტები უფრო მეტი იყო. ახლა მსგავსი ფაქტები ერთეულ შემთხვევებში ხდება.

სამხედრო პოლიციამ ქაზიმ გახრამანოვზე ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის საქმეზე ლ. გ. და ა. მ. დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, რათა შემდგომ მათი კუთვნილი თანხები მიეთვისებინათ.


ყველა ახალი ამბავი
0