საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესაზღვრის კომპეტენციაში საქართველოს დიპლომატიური მისია ვერ ჩაერევა, აცხადებს საგარეო უწყება.

 

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას აპირებენ, ყველა აუცილებელი დოკუმენტის წესრიგში მოყვანისკენ მოუწოდებს. 

ევროკავშირის და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მიღებას ვერ შეძლებენ

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი, რის შედეგადაც საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, არ შეუშვეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში ჩაერიონ მის კომპეტენციაში და შეცვალონ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შეშვების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ამ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავ–მეგობრების მისამართი, სადაც აპირებენ ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევა, ქვეყანაში ცხოვრებისთვის საჭირო თანხა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული. 

© Sputnik / Maria Tsimintia ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს - Sputnik საქართველო
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები

 

ყველა ახალი ამბავი
0