თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია tv25.
მამაკაცის ცხედარი გუშინ რესტორან „სან-რემოს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.