„უზბეკეთის ავიახაზები" ტაშკენტი–თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს

© photo: Sputnik / Nina Zotinaთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზბეკურმა მხარემ ქართული დელეგაციის წინაშე უზბეკური ავიაკომპანიისთვის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების” მინიჭების საკითხი დააყენა.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ეროვნული ავიაკომპანია „უზბეკეთის ავიახაზები" ტაშკენტი–თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას მიმდინარე წლიდან გეგმავს, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი" ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.

ბიზნეს-ფორუმი - Sputnik საქართველო
რით იზიდავს საქართველო უზბეკ ბიზნესმენებს?

ტაშკენტში საქართველოსა და უზბეკეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-11 რაუნდი გაიმართა. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ილხამ ნემატოვი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ უზბეკეთის ეროვნული ავიაკომპანია მიმდინარე წელს აპირებს ავიარეისების შესრულებას მარშრუტით "ტაშკენტი–თბილისი–ტაშკენტი", – ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ არსებობს. ამჟამად ფრენები მესამე ქვეყნების გავლით ხორციელდება და თბილისიდან ტაშკენტამდე ფრენის მინიმალური დრო რვა საათზე მეტს შეადგენს.

ამასთან დაკავშირებით უზბეკურმა მხარემ ქართული დელეგაციის წინაშე უზბეკური ავიაკომპანიისთვის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების” საკითხი დააყენა, რომელიც ავიაკომპანიას, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ფრენებს ასრულებს, ბორტზე იმ მგზავრების აყვანისა და ტვირთის ატანის უფლებას აძლევს, რომლებიც მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაყვანად თუ გადასატანადაა გამიზნული.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურისტულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

გარდა ამისა, განიხილეს სხვადასხვა დონეზე დაგეგმილი ორმხრივი ღონისძიებების, მათ შორის, ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეცხრე სხდომის გამართვის საკითხები.

 

ყველა ახალი ამბავი
0