საპროტესტო აქცია ბათუმში – სამორინეს თანამშრომლები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსამორინე ბათუმში
სამორინე ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამშრომლები ორი თვის ხელფასის ანაზღაურებას, ასევე კომპენსაციას მოითხოვენ.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ბათუმში სამორინე „ინტურისტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქცია გუშინ, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
თავდასხმა ბათუმის კაზინოში: ერთი ქალი მოკლეს, მეორე დაჭრეს

აქციის მონაწილეები სამორინეს დახურვას აპროტესტებენ. ისინი ორი თვის ხელფასის ანაზღაურებას, კომპენსაციასა და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, სამორინეს დახურვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ და ამის შესახებ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია. მათივე თქმით, თანამშრომლებს მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

„უმუშევარი 180 ადამიანი დარჩა. დღეს ადრე გაგვიშვეს სამსახურიდან, გვითხრეს რემონტი იწყებაო. შემდეგ გავიგეთ სამორინე დახურულა. აქ ვიქნებით სანამ პასუხის არ გაგვცემენ რა გველოდება. უფროსები პასუხს არ გვცემენ, ადგილზე არ იმყოფებიან," - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0