ირაკლი კობახიძე: ნუ ქმნით აგრესიულ ფონს არჩევნებზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხმა თბილისის 53-ე საარჩევნო უბანზე მისცა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. „დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი - არის ორი პოლიტიკური ძალა, იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებები არის აგრესია, სიძულვილი, სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს“, - განუცხადა ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მისულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

დღეს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის უწევს, მმართველი გუნდის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს - N 48 და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გრიგოლ ვაშაძეს - N5 - შორის, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილი: მინდა ყველას ვთხოვო, მიდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი მოქალაქეობრივი ვალი თბილისის N53-ე საარჩევნო უბანზე მოიხადა.

ირაკლი კობახიძემ ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეებს არ გაუჭირდებათ არჩევანის გაკეთება.

„პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ძალამ („ძალა ერთობაშია“, -რედ.შენ.), ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ამ შემთხვევაში პასუხიც იქნება მაქსიმალურად ადექვატური“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან სთხოვა ყველას, განსაკუთრებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ჟურნალისტებს, ნუ ქმნიან აგრესიულ ფონს.

„არ არის აგრესიული ფონი ამ არჩევნებში, ნუ შეეცდებით ხელოვნურად შექმნათ ასეთი ფონი, ჩვენ უნდა მივცეთ ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსმა ხმა „პროევროპულ პარტიას“ მისცა: დღევანდელი არჩევანი ძალიან ადვილია

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს ზემოთ ასაკის 3 მილიონ 528 ათას 658 მოქალაქეს.  საქართველოს მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ – 39 ქვეყანაში. მთლიანობაში ამ არჩევნებზე 3 ათას 703 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

არჩევნების პროცესს 95 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის 2,3 ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.

ყველა ახალი ამბავი
0