„ან ყველაფერი, ან არაფერი!" – რატომ დატოვა გვასალიამ Louis Vuitton

© courtesy of Demna Gvasaliaდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერის განცხადებით, მშობლებმა მას გიჟი უწოდეს, როცა გაიგეს, რომ ფრანგული მოდის სახლს ტოვებდა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო მოდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ განმარტა, თუ რატომ დატოვა ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton-ი.

დიზაინერის სიტყვებით, მისი გადაწყვეტილებაა, რომ ექნება ყველაფერი, ან არაფერი.

„6 წლის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, 37 წლის რომ გახდები საკუთარი ბრენდი გექნება და თან ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორი იქნებიო, არ დავუჯერებდი. ვა-ბანკზე წავედი, როცა Louis Vuitton-ი დავტოვე. ვფიქრობდი: ან ყველაფერი მექნება, ან არაფერი!", - განაცხადა გვასალიამ.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
"მოდის ოსკარი" და მადლობა ბებიას: დემნა გვასალიას ჯილდო გადასცეს

როგორც მან აღნიშნა, მშობლებმა მას გიჟი უწოდეს, როცა გაიგეს, რომ Louis Vuitton-იდან მიდიოდა.

„ისინი მეუბნებოდნენ, რომ საოცნებო სამსახური გაქვს, შეგიძლია ცხოვრების ბოლომდე უზრუნველად იცხოვრო, მაგრამ მაინც წამოვედი და მთელი დანაზოგი, რაც მქონდა - 100 ათასი ევრო ჩემს ბრენდში ჩავდე. ახლო მეგობარი, უბრალოდ, ნაცნობი, ყველა მეუბნებოდა, რომ სიგიჟეს ვაკეთებდი. ლოგიკა არ არსებობდა", - აღნიშნა გვასალიამ.

დემნა გვასალიას Balenciaga-მ Chanel-ი და Gucci დაჩრდილა>>>

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ურჩევდა არ გაერისკა და გაკოტრების პირას მყოფი ახალი ბრენდების გამოცდილება მოჰყავდათ მაგალითად, გვასალიამ მტკიცედ გადაწყვიტა საკუთარი ინტუიციას დაყრდნობოდა.

„ჩემი საქციელის გასამართლებელი ლოგიკა არ არსებობდა, მაგრამ მე ლოგიკაზე მეტად საკუთარი ინტუიციის მჯერა. ინტუიცია არასდროს მატყუებს. გამიმართლა, რომ ჩემმა ძმამ გამოთქვა საქმეში ჩართვის სურვილი. მასთან ხშირად ვჩხუბობ, ვუყვირით ერთმანეთს, მაგრამ ვიცი, დღეს რომც ვეჩხუბო, ხვალ ცუდად მაინც არ მომექცევა", - აღიარა გვასალიამ.

დიზაინერმა აღნიშნა, რომ ოჯახის წევრთან მუშაობას ერთი დადებითი მხარე აქვს - ნდობა. როგორც მან განაცხადა, როცა საკუთარი საქმე დაიწყო, მისი ძმა გურამი ლონდონში ცხოვრობდა, ის კი პარიზში. როცა გურამი ძმასთან ჩავიდა, დემნამ საკუთარი დეპრესიის, რაღაც ახალი საქმის დაწყების შესახებ მოუთხრო.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
დემნა გვასალია The Fashion Awards 2018-ის პრემიაზეა ნომინირებული

„მას ეკონომიკაში და ბიზნესში აქვს გამოცდილება და საჭირო ხალხს იცნობს. მითხრა, რომ დამეხმარებოდა. ასეც იყო, პირველ სეზონზე იგი 27 მაღაზიას შეუთანხმდა, რაც ახალი ბრენდისთვის შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა", - აღნიშნა გვასალიამ.

სექტემბერში ძმები გვასალიები BoF 500-ის რეიტინგის მიხედვით მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მოხვდნენ.

გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება.

Vetements-ი დემნასა და მისი ძმის, გურამ გვასალიას ბრენდია, რომელიც ფრანგულად „ტანსაცმელს" ნიშნავს.

2015 წელს დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია „მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო როგორც საუკეთესო „საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა" მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0