მოსკოვში რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი დაიწყო

© Sputnik / STRINGERრუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი
რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი 11-18 ნოემბერს მოსკოვსა და პიატიგორსკში იმართება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვში ორშაბათს პირველი რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი დაიწყო.

ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნა რუსეთის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ ინსტიტუტში. ფორუმში მონაწილეობისთვის მოსკოვში ჩავიდა დელეგაცია საქართველოდან. დელეგაციის შემადგენლობაში 30 ადამიანია – ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტუდენტები.

„შემიძლია მივულოცო ყველას, ვინც გულგრილი არაა, რომ პირველი რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა და ოფიციალურად შევუდგებით მუშაობას. მუშაობას ოთხი მიმართულებით ვგეგმავთ, ესაა სახალხო დიპლომატია, ბიზნესი, მასმედია და კულტურულ-სოციალური მიმართულება. დღეს გვაქვს სახალხო დიპლომატიის სექცია: როგორ შეიძლება ჩაერთოს ახალგაზრდობა ამ პროცესში და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ურთიერთობების მოგვარებისთვის", – განუცხადა Sputnik-ის კორესპონდენტს დსთ-ისა და ევროპის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელმა ნესტან ჩიტაიამ.

© Sputnik / STRINGERრუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი
მოსკოვში რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი დაიწყო - Sputnik საქართველო
რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი

ფორუმის პირველ დღეს დაგეგმილია პლენარული სესია თემაზე „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში ახალგაზრდობის მონაწილეობის პერსპექტივები და შესაძლებლობები", ასევე სექციის გამართვა თემაზე „საზოგადოებრივი დიპლომატია, როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობების განუყოფელი ინსტრუმენტი".

„ვიმედოვნებ, რომ კომფორტული და მოსახერხებელი იქნება მუშაობა ჩვენთანაც და პიატიგორსკშიც. იმედი გვაქვს საზოგადოებრივი რეზონანსისა, იმ ინიციატივების დადებითი აღქმისა, რომლებიც აქ მომზადდება როგორც საქმიან, ისე ჰუმანიტარულ სიბრტყეში", – განაცხადა პლეხანოვის სახელობის ეკონომიკური ინსტიტუტის პრორექტორმა დმიტრი შტიხნომ ფორუმის გახსნაზე.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის შეხების წერტილები: ახალგაზრდული ფორუმი მოსკოვსა და პიატიგორსკში

მოსკოვში ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან.

ფორუმი 12 და 13 ნოემბერს მოსკოვში ჩატარდება, ხოლო 14 ნოემბერს პიატიგორსკში გაგრძელდება. ღონისძიების მთავარი მიზანია მუდმივი საერთაშორისო ახალგაზრდული კომუნიკაციებისა და ურთიერთქმედებებისთვის პროექტებისა და პროგრამების ჩამოყალიბება, რაც მიმართული იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების აღდგენისკენ.

ფორუმის შედეგების მიხედვით დაგეგმილია რეზოლუციის მიღება. დოკუმენტში ჩართული იქნება პროექტები, რომელთა რეალიზება 2018-2019 წლებში იგეგმება. მათ შორისაა რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების კლუბის შექმნა, პირველი რუსულ-ქართული ახალგაზრდული ბიზნეს-ინკუბატორის ამოქმედება.

ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტო, რუსეთის ახალგაზრდობის კავშირი, საერთაშორისო იურიდიული ინსტიტუტი, პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაცია და ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. ფორუმის საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო".

ყველა ახალი ამბავი
0