საქართველო-რუსეთის შეხების წერტილები: ახალგაზრდული ფორუმი მოსკოვსა და პიატიგორსკში

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი და ქართველი ახალგაზრდა აქტივისტები ერთმანეთს მოსკოვსა და პიატიგორსკში შეხვდებიან

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. პირველი რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც 11-18 ნოემბერს მოსკოვსა და პიატიგორსკში ჩატარდება, ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის დიალოგის დაწყებას შეუწყობს ხელს, განაცხადა დსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელმა ნესტან ჩიტაიამ.

ჩიტაია წარდგა ჟურნალისტების წინაშე „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში და მათ ფორუმის დეტალები გააცნო. შეხვედრის ძირითადი მიზანი არის გრძელვადიანი საერთაშორისო ახალგაზრდული კომუნიკაციებისა და ურთიერთქმედების მიზნით პროექტებისა და პროგრამების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებას.

„ამ ფორუმის ფარგლებში ჩენ გვსურს დიალოგის დაწყება საქართველოს ახალგაზრდებსა და რუსეთის ახალგაზრდებს შორის, შესაბამისად, ეს არის ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება სხვადასხვა სფეროში. აქ იგულისხმება კულტურული, სოციალური და ჰუმანიტარული სფეროები და ბიზნესი, რომელიც, რა თქმა უნდა, ახლა ბევრისთვის აქტუალურია. საქართველო ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ", - განაცხადა ჩიტაიამ.

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIდსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი ნესტან ჩიტაია.
საქართველო-რუსეთის შეხების წერტილები: ახალგაზრდული ფორუმი მოსკოვსა და პიატიგორსკში - Sputnik საქართველო
დსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი ნესტან ჩიტაია.

მისი თქმით, ფორუმი გაიმართება ორ მოედანზე - მოსკოვში და შემდეგ პიატიგორსკში. ქართულ დელეგაციას წარმოადგენს 31 ადამიანი - ახალგაზრდა მეწარმეები, სტუდენტები, საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები, ბლოგერები და სხვ.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვა: მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება სურს

„ეს არის ახალგაზრდობა, რომლებიც ამჟამად ძალიან აქტიურია, თავიანთ ქმედებებში, აზრებში საკმაოდ თავისუფალია და მზად არის აღმშენებლობის ფორმატით დიალოგში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, ქვეყნის სასარგებლოდ", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ფორუმის შედეგების მიხედვით რეზოლუციის მიღება იგეგმება. რეზოლუცია მოიცავს პროექტებს, რომელთა განხორციელება 2018-2019 წლებში იგეგმება. მათ შორისაა რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის შექმნა, ასევე პირველი რუსულ-ქართული ახალგაზრდული ბიზნეს-ინკუბატორის ამოქმედება.

„რეზოლუციაში შევიტანთ იმ პროექტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ. ეს არის ბიზნეს-ინკუბატორის შექმნა, რომელიც ორი ქვეყნის ახალგაზრდა მეწარმეებს გააერთიანებს. ასევე ლიდერთა კლუბის შექმნა - ეს იქნება ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც ორი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერების გაერთიანებას შეუწყობს ხელს. ეს იქნება კულტურული ღონისძიებები, ტურისტული მიმართულება, რომელიც საქართველოში ძალიან აქტუალურია... ის პროექტები, რომლებიც ჩვენ ხელთ გვაქვს გუნდში, რომელთან ერთადაც ჩვენ მივემგზავრებით, მართლაც ძალიან სასარგებლოა და აღმშენებლობაზეა მიმართული. ჩვენ გვჯერა ამ პროექტების, და რადგან გვჯერა, ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა", - განაცხადა ჩიტაიამ.

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIდსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი ნესტან ჩიტაია.
საქართველო-რუსეთის შეხების წერტილები: ახალგაზრდული ფორუმი მოსკოვსა და პიატიგორსკში - Sputnik საქართველო
დსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი ნესტან ჩიტაია.

ჩიტაიას ინფორმაციით, რუსული მხრიდან ფორუმში 100-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ-რეგისტრაციის გავლა „ახალგაზრდობის რუსული კავშირის“ ვებგვერდზე.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვა: ქართველ და რუს ხალხებს ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება

„ეს არის ფორუმი პოლიტიკის მიღმა. ვცდილობთ, მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი პირობები, რომ უბრალოდ შესაძლებლობები გაგვიჩნდეს. ჩვენ არ გვინდა ვიგრძნოთ შეზღუდვები, გვინდა ვილაპარაკოთ, გვინდა ახალი იდეების მოზიდვა, ჩვენ გვსურს ინვესტორების, ტურისტების  მოზიდვა... ჩვენ ამ ყველაფერს შესაძლებელს ვხედავთ კონტაქტების, ურთიერთობების საშუალებით. ამიტომ მე ვთხოვ ეს აღიქვან როგორც კარგი ქმედება, რომელიც ამ ეტაპზე აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი განვითარებისთვის ", - განაცხადა ჩიტაიამ.

მოსკოვში ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან.

ბურჯანაძე: საქართველოს ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებს არ გააუმჯობესებს >>

„სინამდვილეში ფორუმი - ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს იქნება მხოლოდ სტარტი, სადაც ერთმანეთის გაცნობას შევძლებთ და სადაც მოვნიშნავთ ჩვენს კონტაქტებს, ურთიერთობებს და შემდეგ უკვე ვიმუშავებთ. ყველაზე მთავარი მიზანი, რომელსაც მე ვხედავ - უნდა გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ავაწყოთ ჩვენი მუშაობა. და ფორუმი შესანიშნავი მოედანია იმისათვის, რომ ამ კავშირზე გავიდეთ, მოვიფიქროთ და შემდგომში ჩვენვე განვახორციელოთ“, - აღნიშნა ჩიტაიამ.

ფორუმის ორგანიზატორებია ფედერალური სააგენტო ახალგაზრდობის საქმეებში, რუსეთის ახალგაზრდობის კავშირი, საერთაშორისო იურიდიული ინსტიტუტი, პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დსთ-ის ქვეყნებისა და ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაცია და ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. ფორუმის საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“.

 

ყველა ახალი ამბავი
0