ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: „თბილისობა" საქართველოსა და რუსეთის დედაქალაქებში

© Sputnik / Alexander Imedashviliყურძენი და ტკბილეული "თბილისობაზე"
ყურძენი და ტკბილეული თბილისობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს" პრეს-ცენტრში სამშაბათს, 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი, რომელიც საქართველოსა და რუსეთის დედაქალაქებში „თბილისობის" დღესასწაულის აღნიშვნას ეძღვნება

წელს „თბილისობას" თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად აღნიშნავენ.

„თბილისობის" დღესასწაული პირველად 1979 წელს ჩატარდა. ინიციატორი იყო ცნობილი მოგზაური, მხარეთმცოდნე და ჟურნალისტი გვანჯი მანია. 2010-იანი წლების დასაწყისიდან დღესასწაულს, როგორც ქართული კულტურის ფესტივალს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნავენ.

თბილისში წელს „თბილისობა" 34-ედ, ხოლო მოსკოვში მერვედ აღინიშნება.

მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან პრესკონფერენციის მონაწილეებს, რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა ქვეყანაში "თბილისობის" ზეიმის აღნიშვნის ტრადიციებზე.

მოსკოვში:

- „თბილისობა მოსკოვში" ღონისძიების ორგანიზატორი, მომღერალი თამთა ფულარიანი;

- მომღერალი ეთერ ბერიაშვილი.

თბილისში:

- მოგზაური, მხარეთმცოდნე და ჟურნალისტი გვანჯი მანია.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული. ტელ: 555 90 89 77.

მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0