უტა ბერიას „უარყოფითმა რიცხვებმა" ხორვატიაში პრიზი მიიღო

© FB / Pula Film Festivalკინოფესტივალი პულაში
კინოფესტივალი პულაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფილმის ავტორებს 7 500 ევრო პოსტპროდუქციისთვის გადასცეს

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რეჟისორ უტა ბერიას ქართული ფილმი „უარყოფითი რიცხვები" პულას 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა, რომელიც ხორვატიაში 14-22 ივლისს ჩატარდა.

მარიამ ხაჭვანი - Sputnik საქართველო
მარიამ ხაჭვანი ლოკარნოს პრესტიჟულ კინოფესტივალზე მიემგზავრება

ფესტივალი (Festival igranog filma u Puli) 1954 წლიდან ყოველწლიურად ხორვატიის ქალაქ პულას უძველეს ამფითეატრში იმართება. ჯილდო „ოქროს არენა" ქვეყნის მთავარ ეროვნულ კინოპრემიას წარმოადგენს.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ფილმმა „უარყოფითი რიცხვები" პრიზი ინდუსტრიულ სექციაში მიიღო. ფილმის ავტორებს 7 500 ევრო პოსტპროდუქციისთვის გადაეცა. ჯილდო ფილმის პროდიუსერმა დავით ისაკაძემ მიიღო.

ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული საპროდიუსერო ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან ფესტივალში ოთხი ფილმი მონაწილეობდა: „ჩემი სახლი ტყის პირას" – პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი, "ზამთრის დეპრესია" – პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, "დრამერი" – პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი და"უარყოფითი რიცხვები" – პროდიუსერი დავით ისაკაძე.

ცეკვები, სიმღერები და ღვინო: საქართველოში მიუზიკლ „საქართველოს" გადაიღებენ>>>

„უარყოფითი რიცხვების" სიუჟეტი, რომელიც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films-მა გადაიღო, რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ის საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტზე მოგითხრობთ, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულების მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის რაგბში მეცადინეობები დაინიშნა.

ფილმის გადაღებები პროექტ „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო და იგი სამი ქვეყნის კორპროდუქციას — საქართველო, საფრანგეთი და იტალია — წარმოადგენს.

ფილმის გადაღებები ავჭალის ყოფილი №10 საპყრობილის ტერიტორიაზე განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0