„ბრძოლა ბასიანისთვის“ – კლუბი „ბასიანი“ კვირას აქციას მართავს

© Photo: courtesy of Giorgi Induashviliღამის კლუბი Bassiani
ღამის კლუბი Bassiani - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ასახელებენ ზუსტ თარიღს, როდის მოეხსნება „ბასიანს“ ლუქი.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თუ  1 ივნისამდე „ბასიანის“ (BASSIANI) კარი არ გაიღება, ფინანსური ზარალის გამო შესაძლოა დაიხუროს, ნათქვამია ღამის კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ცნობილმა ღამის კლუბებმა, მათ შორის „ბასიანმა“,  მუშაობა 12 მაისს ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეწყვიტეს, რომელსაც ახალგაზრდების საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მფლობელებისა და კლუბების სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები აღნიშნული შენობების გარეთ დააკავეს, სპეცრაზმი კი კლუბებში მაინც შევიდა. უფრო მეტიც, ახალგაზრდები პოლიციას მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში სდებდნენ ბრალს.

თბილისი - Sputnik საქართველო
ნება თუ იძულება: სკანდალურად ცნობილი „კაფე გალერი" კვლავ გაიხსნა

კლუბი Bassiani ამ დრომდე დალუქულია, „კაფე გალერი“ კი დღეს  გაიხსნა. გარდა ამისა, ტელეკომპანია Rustavi2-ის განცხადებით, მუშაობა განაახლა კიდევ ერთმა ღამის კლუბმა Blow Bar —მა, რომელიც „კაფე გალერის" შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. დაწესებულების მფლობელების განცხადებით, მათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მისამართით არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

რაც შეეხება „ბასიანს“, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ასახელებენ ზუსტ თარიღს, როდის მოეხსნება კლუბს ლუქი. 

„ბასიანის“ დამფუძნებლების განცხადებით, კვირას, 27 მაისს, 18:00 საათზე თბილისში, ევროპის მოედანზე Bassiani აქციას გამართავს.

„27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით გააპროტესტებს მათთან არსებულ პრობლემებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბარმენი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს ღამის კლუბებისთვის წესებს ადგენს?

„ბასიანის“ დამფუძნებლების განცხადებით, მათ თვეზე მეტია აშანტაჟებენ.

„დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენსკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გასულ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, აქციის წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

Synthetic drugs - Sputnik საქართველო
ცნობილია, საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი

სიტუაცია აქციაზე 13 მაისის საღამოს დაიძაბა, როდესაც ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პარლამენტთან შეკრებილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილებს  ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.


ყველა ახალი ამბავი
0