კალაძე „სან-სიროს" მოედანზე ბრუნდება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდრეი პირლო პროფესიულ ფეხბურთს ემშვიდობება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ანდრეი პირლოს გამოსათხოვარ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 21 მარტს მილანში, „სან-სიროს" სტადიონზე გაიმართება, ნათქვამია იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაში.

კალაძე და პირლო „მილანის" სახელით ერთად ცხრა სეზონის განმავლობაში ასპარეზობდნენ — 2001 წლიდან 2010 წლამდე. "როსონერის" შემადგენლობაში ორივე ფეხბურთელი გახდა იტალიის ჩემპიონი (2004), იტალიის თასის მფლობელი (2003), უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის (2003, 2007) ორგზის და ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.

2011 წელს „მილანში" კარიერის დასრულების შემდეგ პირლო ოთხი სეზონი „იუვენტუსის" სახელით გამოდიოდა, რის შემდეგაც MLS-ის კლუბ „ნიუ-იორკ სიტიში" გადაბარგდა. პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ იტალიელმა ნახევარმცველმა გასული წლის ბოლოს განაცხადა.

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიიტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა პირლო
Полузащитник сборной Италии Андреа Пирло - Sputnik საქართველო
იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა პირლო

კალაძესთან ერთად გამოსათხოვარ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ფაბიო კანავარო, ჯორჯო კიელინი, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, დარიო შიმიჩი, დემეტრიო ალბერტინი, ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო, ლუკა ტონი და ა.შ.

კახა კალაძე ფეხბურთის კარიერის დასრულების შემდეგ, 2012 წელს პოლიტიკაში წავიდა. ყოფილ მცველს საქართველოს მთავრობაში ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ეკავა, გასული წლის შემოდგომაზე კი, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისის მერის პორტფელი ჩაიბარა.

ყველა ახალი ამბავი
0