აპლიკაცია Google Maps უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპლიკაციას შეემატა 39 ენა, მათ შორის ქართული

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. კორპორაცია Google-მა კარტოგრაფიულ სერვის Google Maps-ს ქართული ენა დაამატა.

სერვისს 39 ენა შეემატა. სიახლე 1,25 მილიარდ მომხმარებელს შეეხება. ახალი ენები ხელმისაწვდომია iOS-ის, Android-ის, Mac და Windows OS-ის პლატფორმების მობილური და დესკტოპ-ვერსიებისთვის.

ახალი ენების სიაში, ქართულის გარდა, შევიდა აფრიკული, ალბანური, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, უკრაინული, დანიური, ივრიტი, ისლანდიური, ბოსნიური, ფილიპინური, ლაოსური, ესტონური, ლიტვური, ლატვიური, მაკედონიური, ინდონეზიური, ირანული, რუმინული, შვედური, ნორვეგიული, მალაიური, სუახილი, უზბეკური, მონღოლური, სლოვენიური, ჩეხური, ზულუ, კანადური, ყირგიზული, სლოვაკური, რუმინული, სერბული, ბირმული, ამხარული და ვიეტნამური.

აპლიკაცია Google Maps-ი 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი.


ყველა ახალი ამბავი
0