თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა

გამოწერა
თბილისის მერია საქართველოს დედაქალაქში „საცობებთან“ ბრძოლის გზებს ეძებს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ ვაკე–საბურთალოს რაიონში, იონა ვაკელისა და ოთარ ჭილაძის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეცვალა, ნათქვამია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებაში. 

მანქანის არასწორი პარკირება თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
კალაძემ თბილისში პარკირების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა

ქვეყნის ხელისუფლება ვაჟა–ფშაველას გამზირზე და იონა ვაკელის ქუჩაზე ამ ფორმით გეგმავს სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვას. ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე გროვდებოდა, რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე „საცობისა“ და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა, აღნიშნულია განცხადებაში.

პრობლემის გადასაჭრელად ვაკელის ქუჩაზე მოძრაობა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ცალმხრივი გახდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტობუსებისთვის შესაბამისი საგზაო მონიშვნები, ე.წ. Bus Lane გაკეთდა. ასევე დამონტაჟდა შესაბამისი საგზაო ნიშნები.

ამ ცვლილებიდან გამომდინარე, ცალმხრივი გახდა იონა ვაკელის ქუჩის პარალელური ოთარ ჭილაძის ქუჩის ნაწილიც. 

ყველა ახალი ამბავი
0