ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...

© photo: Sputnik / Stringerსაფრანგეთი, ქალაქი ნანტი
საფრანგეთი, ქალაქი ნანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი ის კი არაა, რომ გააკეთო, რაც გინდა, არამედ ის, რომ არ გააკეთო, რაც არ გინდა

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამებს.

CC0 / Public Domain / ჟან-ჟაკ რუსო
ჟან-ჟაკ რუსო - Sputnik საქართველო
ჟან-ჟაკ რუსო

ჟან-ჟაკ რუსო (Jean-Jacques Rousseau; 1712-1778) — ფრანგი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, მოაზროვნე, ასევე კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე და ბოტანიკოსი. რუსოს ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის რევოლუციაში.

ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
მოკვდე რაიმეს გამო – იოლია, იცოცხლო – რთული

• გიყვარდეს — ნიშნავს, საკუთარი თავი დაგავიწყდეს.

• ვინც დაპირებებში ფრთხილია, შესრულებაში უფრო ზუსტია.

• ყალბი მეგობარი უფრო საშიშია, ვიდრე მტერი.

• ვერასდროს მიიღებთ ბრძენს, თუ ბავშვში სიცელქეს ჩაკლავთ…

• ყველაზე სწორი საშუალება, რომ ბავშვი უბედური გაიზარდოს — მას უარი არაფერზე უნდა უთხრათ… ჯერ ყავარჯენს მოგთხოვთ, რომელიც გიკავიათ; შემდეგ — საათს; შემდეგ ფრინველს, რომელიც ფრენს; შემდეგ — ვარსკვლავს, ცაზე რომ ანათებს; ყველაფერს მოითხოვს, რასაც დაინახავს. და თუ ღმერთი არ ხართ, როგორ დააკმაყოფილებთ მას?

• ჩემი საქმე სიმართლის თქმაა და არა იძულება, რომ დაიჯეროთ ის.

ერვე ბაზენი - Sputnik საქართველო
ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან

• ყველაზე კარგი საშუალება, რომ სხვების სიყვარული მოიპოვოთ, ეს მათთვის საკუთარი სიყვარულის ჩუქებაა.

• ადამიანის მთელი ზნეობრიობა მის ზრახვებშია.

• თავისუფლება ის კი არაა, რომ გააკეთო, რაც გინდა, არამედ ის, რომ არ გააკეთო ის, რაც არ გინდა

• არავის შეუძლია, ბედნიერი იყოს, თუ საკუთარ თავს არ სცემს პატივს.

• მბრძანებელს მიჩვეული ხალხი ბატონის გარეშე ვეღარ გაძლებს.

• ჩვენი ავადმყოფობების უმრავლესობა ჩვენ გამო გვჭირს. ყველა სენს ავარიდებდით თავს, რომ გვეცხოვრა უბრალოდ, ერთფეროვნად და განმარტოებით, როგორც ბუნებამ დაგვიწესა.

• დემოკრატია არსებობს იქ, სადაც არ არის არანაირი მდიდარი, რომ იყიდოს ვინმე, და არანაირი ღარიბი, რომელიც იყიდება.

ალბერ კამიუ - Sputnik საქართველო
რა საერთო აქვთ შეყვარებულებს ნაპოლეონთან...

• დროის კარგად გამოყენება დროს კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.

• შენ ბოროტების მიზეზს ეძებ. ის მხოლოდ შენშია.

• მრისხანება და ბრაზი — უსუსურობის ნიშანია

• ბედნიერი რომ იყო, ამისთვის ერთადერთი ხელოვნებაა საჭირო — გააცნობიერო, რომ ბედნიერება შენს ხელთაა.

• ადამიანები ყოველთვის ისეთნი იქნებიან, როგორსაც მათ ქალები ქმნიან.

• როდესაც საქმეს აკეთებენ, ლაპარაკობენ მხოლოდ მაშინ, როცა სათქმელია; მაგრამ უსაქმურობისას უწყვეტად ლაპარაკის სურვილი ჩნდება.

• მადლიერება — ვალია, რომელიც უნდა გადაიხადო, მაგრამ მისი დალოდების უფლება არავის აქვს.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
სიძუნწე – ხელგაშლილობა, სიმორცხვე – გამბედაობა – ლაროშფუკოს ყოფითი ფილოსოფია

• ყველაფერს შეიძლება გაუძლო, გარდა სიკეთისა.

• იცხოვრო — არ ნიშნავს, ისუნთქო, ეს ნიშნავს მოქმედებას. ყველაზე დიდხანს მას კი არ უცოცხლია, ვინც ყველაზე მეტ წელს დაითვლის, არამედ მას, ვინც ყველაზე მეტ ცხოვრების შეგრძნებას დაითვლის

• საკმარისი არაა ცხოვრების ნახევარი, რომ კარგი წიგნი დაწერო, ხოლო მეორე ნახევარი — რომ ის შეასწორო.

• ცდებიან არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ, იციან.

• დიდ ადამიანებს მხოლოდ დიდი მოვლენები ქმნის.

• ცხოვრება მოძრაობის გარეშე მხოლოდ ლეთარგიული ძილია.

• სხვისთვის მუშაობა შეუძლებელია, თუ საკუთარი თავისთვის არ მუშაობ.

 

ყველა ახალი ამბავი
0