2017 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები საქართველოში

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია
სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წელი საქართველოსთვის სხვადასხვა მოვლენებით დაგვამახსოვრდა - იყო ბევრი კარგი, მაგრამ იყო არაერთი დანაშაული

2017 წლის შეჯამებისას „Sputnik საქართველომ" ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების სია შეადგინა.

ციანიდის საქმე

2017 წლის ყველაზე ხმაურიან დანაშაულად ე.წ. ციანიდის საქმე გახდა. თებერვალში საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

დეკანოზი ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მკურნალობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

მამალაძეს მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი, თუმცა დიდი დროის განმავლობაში პოტენციური მსხვერპლის ვინაობა უცნობი იყო. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსიებს განიხილავდნენ, მათ შორის ილია მეორეს შესახებაც საუბრობდნენ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ საქმე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს ეხებოდა, რომელიც ილია მეორეს ახლდა გერმანიაში.

მამალაძეს ბრალი სსკ-ის 18-108-ე და 236-ე მუხლებით („განზრახ მკვლელობის მომზადება" და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება") წაუყენეს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო დავა შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა.

საბოლოოდ მამალაძეს „განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის" 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნულ მომენტში საქმე სააპელაციო სასამართლოში იხილება.

არეულობა ბათუმში

2017 წლის მარტში ბათუმში მოხდა მოვლენა, რომელმაც მოსახლეობა შოკში ჩააგდო. საპროტესტო აქციები საქართველოში არავის უკვირს, თუმცა, აქცია დიდი არეულობაში გადაიზარდა.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 მარტის საღამოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა. მას რიგითმა მომხრეებმა დაუჭირეს მხარი.

ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა და ექვსი ადამიანი დაკავებით დასრულდა. მათი გათავისუფლებისა და აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც დიდი არეულობაში გადაიზარდა.

პოლიციის სპეცრაზმი ბათუმის ქუჩებში არეულობის აღსაკვეთად გამოჰყავთ - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: ყოფილი ოპოზიციონერი პატიმრობაშია

მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ პოლიციის შენობა.

ყოველივე ეს დილამდე გაგრძელდა, სანამ საქმეში სპეცდანიშნულების რაზმი არ ჩაერთო, რომელმაც დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

შემდეგ დაიწყო დაკავებები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 75 ადამიანი დააკავეს. მათგან ბევრს სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. ამასთან, დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 21 ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მათი ნაწილი გათავისუფლდა, ნაწილი კი სასჯელს იხდის.

დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე. ისინი, როგორც ორგანიზატორები, დააკავეს.

საქმე იმაშია, რომ ღოღობერიძემ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე Facebook-გვერდზე დაწერა, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ აჭარლებს თითქოს „თათრები" უწოდა და ადგილობრივ მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება ჩხვირკიას, არეულობის დროს მან სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც იგი მეორე დღეს „ნაცმოძრაობიდან" გარიცხეს. მიზეზი პარტიასთან შეუთანხმებელი განცხადება გახდა.

ორთავე მათგანი საპატიმროში იმყოფება. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის მუხლით „მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა", რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექიმების საქმე

2016 წლის მარტში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად პაციენტების გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მაისში კლინიკა „ლანცეტის" დირექტორის ფარმან ჯეირანლის დაკავების შესახებ განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის დასაწყისში ჯეირანლიმ აზერბაიჯანიდან ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მოიწვია, რომელსაც არცერთი სამედიცინო სპეციალობით არ ჰქონდა ქართული სერტიფიკატი.

ბრალდებული აზერბაიჯანელ კოლეგას ასაღებდა როგორც მაღალი კლასის თურქ სპეციალისტს. ექიმებმა პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციების გაწევა დაიწყეს.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
ორგანოების გადანერგვა თბილისში: დაკავებულია კლინიკის დირექტორი

მას შემდეგ, რაც ორი მამაკაცი მომსახურებით დაინტერესდა, კლინიკაში ისინი ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობაში დაარწმუნეს. ტრანსპლანტაციის ერთი ოპერაცია 2016 წლის 3 მარტს, მეორე კი 8 მარტს ჩატარდა. ორივე პაციენტი ქირურგიული ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

ერთმა პაციენტმა კლინიკის დირექტორს ოპერაციისთვის 99 ათასი ლარი გადაუხადა, ხოლო მეორესთან კი ვალის აღიარების შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, პაციენტს 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 ათასი აშშ დოლარი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილით („დიდი ოდენობით თაღლითობა") და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით („სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

შეურაცხადი ბალერინა

2017 წლის მაისში ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბალერინამ დედა მოკლა. ინციდენტი ორთაჭალაში მოხდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო მკვლელი თბილისის ოპერისა და ბალეტის ყოფილი პრიმა-ბალერინა ანა მურადელი იყო, რომელმაც თეატრში 15 წელი გაატარა.

მკვლელობის დეტალებმა მოსახლეობა შოკში ჩააგდო. შსს-ში განაცხადეს, რომ ქალიშვილმა დედა თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა. მედიის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა, ყოფილი პრიმა-ბალერინა დედასთან დაკავშირებით ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, თუმცა ყველაფერში ეხმარებოდა დედას და თავის დას.

დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
დედის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პრიმა-ბალერინაა

დედა-შვილი მარტო ცხოვრობდნენ. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მურადელმა ოპერის თეატრის სცენაზე ერთ-ერთი მოწინავე როლი შეასრულა.

კოლეგები მურადელს დადებითად ახასიათებდნენ და აცხადებდნენ, რომ მას საკუთარი პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ყოფილი პრიმა-ბალერინა დეპრესიაში იყო. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ ის მეუღლეს დაშორდა. დაკავებამდე ის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადიოდა მკურნალობას, პარალელურად კი ცეკვავდა.

სასამართლო მოსმენების დროს ცნობილი გახდა, რომ დედამ ბინა დაზე გადააფორმა და განაცხადა, რომ მურადელს არანაირი უფლება არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მურადელი ნაშვილები იყო.

მკვლელობის შემდეგ მურადელმა დედის ცხედართან ერთად თითქმის ერთი დღე ბინაში გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობისა და დაკავების დროს მურადელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

საბოლოოდ სასამართლოდ დაადგინა, რომ მურადელი შეურაცხადია და ის სამკურნალოდ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადააგზავნეს.

სექსუალური ძალადობა ბავშვებზე

2017 წლის ივლისში საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ დააკავა ინდოეთის 26 და 22 წლის მოქალაქეები მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით.

დანაშაული ვარკეთილში, დაქირავებულ ბინაში 30 ივნისს მოხდა. მათ ბინაში ძალით შეიყვანეს სამი არასრულწლოვანი და სექსუალური ხასიათის სხვადასხვა ქმედება განახორციელეს.

მოგვიანებით ქართულმა მასმედიამ გამოარკვია, რომ ინდოეთის მოქალაქეებმა ბავშვები შეიყვანეს ბინაში, გახადეს და ფოტოები გადაუღეს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვებმა მშობლებთან დაიჩივლეს.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების საქმე: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინდოეთის მოქალაქეებს თავდაპირველად წაუყენეს ბრალი სსკ-ის მუხლით „გარყვნილი ქმედება", მაგრამ მოგვიანებით კვალიფიკაცია შეიცვალა მუხლით „სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი". დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი გამოძიების პერიოდში პატიმრობაში დატოვა.

აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი ქალაქ განჯიდან

2017 წლის ოქტომბერში თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად გამოძალვის ბრალდებით დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან და საქართველოს მცხოვრები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

შსს-მ ასევე გაავრცელა ოპერატიული ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი ბოროტმოქმედი დაზარალებულს თავს წარუდგენს მეტსახელით — Малыш крытный განჯიდან, „ქურდების დიდი ოჯახის შვილი". ბრალდებული ამბობს, რომ საქართველოში ის „ქურდებმა" გამოგზავნეს და ფული მას უნდა გადასცეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „გამოძალვა პირთა ჯგუფის მიერ", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულებს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეეფარდათ.

ქვევრი

ოქროს პოვნის იმედით 2017 წლის ნოემბერში მუშებმა შუა საუკუნეების ქვევრი დააზიანეს. ინციდენტი ბათუმში, თამარისის დასახლებაში მოხდა.

ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა.

ქვევრი - Sputnik საქართველო
ოქროს ძიებაში ქართველმა ხელოსნებმა შუა საუკუნეების ქვევრი გაანადგურეს

ვიდეოში ჩანს, როგორ აღმოაჩინეს ქვევრი ხელოსნებმა, რომლებსაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გაჰყავდათ. იმის იმედით, რომ მასში განძს იპოვიდა, ერთ-ერთმა მუშამ მისი ქვითა და ნიჩბით გატეხა განიზრახა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის შემდეგ საქმეში ექსკავატორი ჩაერთო, რომელმაც ქვევრი ციცხვით დაამსხვრია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც გულისხმობს უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს, არქეოლოგიური ობიექტების დაზიანებას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ტერორისტ ჩატაევის ლიკვიდაცია

ქართულმა მასმედიამ 21 ნოემბერს საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდა. პირველ ეტაპზე მათ დააკავეს ერთი ბრალდებული, ხოლო დანარჩენები მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში გამაგრდნენ.

სპეცოპერაცია თითქმის 24 საათი გაგრძელდა. ბოროტმოქმედები ბოლო წუთამდე ისროდნენ. დროგამოშვებით ისმოდა აფეთქებების ხმაც. ბინა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, თითქმის სულ დაიწვა; ასევე დაიწვა მეზობელი ბინებიც.

სპეცოპერაცია 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. შედეგად ლიკვიდირებული იყო ორი ბრალდებული, მესამე თავი აიფეთქა. ასევე დაიღუპა სუს-ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა სუს-ის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია დაადასტურა

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულთა შორის იყო ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევი. ეს ინფორმაცია თითქმის ორი კვირის მერე დადასტურდა. სუს-ში განაცხადეს, რომ თავი სწორედ ჩატაევმა აიფეთქა.

იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდნენ ტერორისტები საქართველოში, საიდან ჰქონდათ იარაღი და ვინ ეხმარებოდა მათ, ცნობილი დეკემბრის ბოლოს გახდა.

სპეცოპერაციის დროს ორი ლიკვიდირებულია — იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი (რუსეთის მოქალაქეები), ხოლო დაკავებული — ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლით ძებნილი შოაიპ ბორზიევი, ასევე რუსეთის მოქალაქე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საქართველოში მოხვედრაში ეხმარებოდნენ ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალმადოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი — ეს უკანასკნელი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

ასევე გამოირკვა, რომ ბოროტმოქმედები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდნენ.

სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა და დაკავებულის მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის შესწავლით შესაძლებელი გახდა საიდუმლო ადგილის პოვნა, სადაც იარაღის მთელი არსენალი ინახებოდა. გამოძიებაში საქართველოს ამერიკელი კოლეგები გამოძიების ფედერალური ბიუროდან ეხმარებოდნენ.

მდგომარეობა სკოლებში

2017 წლის ზამთრის პირველ დღეს თბილისში ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა სკოლის ორი 16 წლის მოსწავლე.

არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე, №51-ე საჯარო სკოლის მახლობლად მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ პარასკევს დილით, შესვენების დროს №51-ე სკოლის საპირფარეშოში მეცხრე კლასის ორ მოსწავლეს მეთერთმეტე კლასის ექვსი მოსწავლე შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა შეკრებილი მოზარდებისკენ პნევმატური იარაღი მიმართა. დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შუადღისას სკოლის მახლობლად 20-ზე მეტი მოსწავლის ჩხუბში გადაიზარა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
თბილისში სისხლიანი გარჩევის დეტალების დამალვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

კერძოდ, ერთ-ერთმა უფროსკლასელმა ბავშვებს საქმის გასარჩევად სკოლის გარე პერიმეტრზე დაუძახა. მეცხრეკლასელმა ა.ს.-მ საკუთარ ნათესავს, უფროსკლასელ არასრულწლოვან მ.კ-ს დაურეკა და დახმარება სთხოვა.

დღისით სკოლასთან მ.კ თავის მეგობრებთან ერთად მივიდა. იქ შეკრებილი იყვნენ მეთერთმეტეკლასელები. ისინი საქმის გასარჩევად ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში მივიდნენ, სადაც მოხდა სისხლიანი გარჩევა. მკვლელობაში ბრალი მ.კ.-ს მეგობრებს ედებათ. ერთ-ერთს უვადო პატიმრობა ელოდება.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ხუთი ადამიანი. მათ ბრალი ედებათ დანაშაულის დაფარვაში. მათგან სამი პატიმრობაში იმყოფება. რაც შეეხებათ დანარჩენ პირებს, ერთ-ერთი მათგანი გირაოს სანაცვლოდ (5 ათასი ლარი) გაათავისუფლეს, მეორე კი, როგორც არასრულწლოვანი, დედის მეთვალყურეობის ქვეშ გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0