აფეთქება ბათუმში: დაზიანებული სახლის ბედი გადაწყდა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმში სახლის აფეთქების შედეგები
ბათუმში სახლის აფეთქების შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობამ ბათუმში მძლავრი აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელის სახლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აფეთქება ბათუმში - Sputnik საქართველო
აფეთქება ბათუმში: თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები

სამსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება კვირას, 10 დეკემბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირისი გაჟონვა გახდა. შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი — არასრულწლოვანი. ცხრა ოჯახი დროებით საცხოვრებელში მოათავსეს. სახლის ექსპერტიზის საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, სახლი საცხოვრებლად უვარგისია.

"წინასწარი მონაცემებით, არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. შეფასების საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია… ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება მშენებლობა — მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით", — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ქალაქის მერ ლაშა კომახიძესთან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერა.

Последствия взрыва газа в жилом доме в Батуми - Sputnik საქართველო
აფეთქება ბათუმში: დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველა დაზარალებულს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს, თუმცა ვისაც იმავე ადგილზე ცხოვრება სურს, ახალი სახლის მშენებლობის დასრულებას უნდა დაელოდოს.

რაც შეეხება ზარალს, პატარაძის ინფორმაციით, ის უკვე დათვლილია და 160 ათას ლარს შეადგენს.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 229-ე მუხლით (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა), რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0