ლუკაშენკო: ბელარუსი გლოვობს საქართველოში ხანძრის მსხვერპლთა გამო

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო
გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის ლიდერმა ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს უსამძიმრებს, ნათქვამია ბელარუსის ლიდერის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი პარასკევს, საღამოს მოხდა. დაიღუპა 11 ადამიანი, 21 — დაშავდა.

ყვავილები და ანგელოსის ფიგურა დაღუპულთა ხსოვნისთვის - Sputnik საქართველო
გლოვის დღე: საქართველო ბათუმის ხანძრის მსხვერპლს გლოვობს

„სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ბელარუსმა მტკივნეულად აღიქვა ცნობა ადამიანების დაღუპვის შესახებ. მან ასევე გამოთქვა მხარდაჭერა და დაშავებულების მალე გამოჯანმრთელების სურვილი", — აღნიშნულია განცხადებაში.

ხანძართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 243-ე მუხლით („სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი"), რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. ის თურქ ბიზნესმენს ეროლ ავგორენს ეკუთვნის.

აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0