ქუთაისში არჩევნების მეორე ტური დაიწყო

© photo: Sputnikქუთაისის შესაშვლელი
ქუთაისის შესაშვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე ტურში ქუთაისელები არჩევანს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის აკეთებენ.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტური დაიწყო, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, მათ შორის ერთი სპეციალური უბანი N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდებარეობს, სადაც ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

ამომრჩევლები კენჭისყრის პროცესში იღებენ მონაწილეობას - Sputnik საქართველო
საქართველოში მერების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მეორე ტურში ქუთაისელები არჩევანს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის აკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, კანდიდატურის მოხსნის შესახებ მისი განცხადება ცესკო-ში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სახელი და გვარი ბიულეტენში რჩება.

ქუთაისში სულ 153 880 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებს ცესკოს მიერ დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 2100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაკვირვების უფლება 18 100-ზე მეტ ადამიანს გააჩნია, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან — 654-ს.

თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
მეორე მოწვევის საკრებულო - ცვლილებების დრო მოდის

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება და ხმების დათვლა დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

არჩევნების დღეს აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ იმ შენობებში, სადაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის ტელევიზიასა და რადიოში განთავსება, ასევე 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს შედგა. საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებს ირჩევდნენ. ძირითადად, გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0