ყველაზე ხანმოკლე მარადიულობა, ანუ ვის სჭირდება ბანალური „მიყვარხარ"?

გამოწერა
რაზე ოცნებობენ ქალები? ვის სჭირდება ბანალური „მიყვარხარ"? რა მოხდებოდა, ბავშვებს რომ მამაკაცები აჩენდნენ? რისი ეშინიათ ადამიანებს ყველაზე მეტად?

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ პოპულარულ თანამედროვე პოლონელ მწერალს, იანუშ ლეონ ვიშნევსკის (Janusz Leon Wiśniewski; დაიბადა 1954 წელს. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში). მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა პირველმა რომანმა „მარტოობა ქსელში" (2001 წ.). მის კალამს ეკუთვნის ასევე რომანები, მოთხრობებისა და ნოველების კრებულები და სხვა.

იანუშ ვიშნევსკიმ ახალგაზრდობაში შორეული ნაოსნობის პროფესიონალი მეზღვაურის დიპლომი მიიღო, რის შემდეგაც შეისწავლა ფიზიკა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. პარალელურად შეისწავლა ეკონომიკა. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში. მიიღო ინფორმატიკის დოქტორის ხარისხი. ამჟამად ბიოინფორმატიკით არის დაკავებული.

მარკიზ დე სადის ბიუსტი მისივე სასახლის გვერდით - Sputnik საქართველო
რატომ კიცხავენ ადამიანები ვნებებს და რა არის ყველაზე მძლავრი აფროდიზიაკი

• ინტერნეტი არ გვაახლოებს. ეს მარტოობის თავშეყრაა, თითქოს ერთად ვართ, მაგრამ თითოეული მაინც მარტოა. ეს მაინც ურთიერთობის ილუზიაა, მეგობრობის ილუზია, ცხოვრების ილუზია…

• ბავშვებისადმი მამის სიყვარულის საუკეთესო გამოვლენა მათი დედის სიყვარულია…

• ისინი ერთმანეთს ძალიან ინტიმურ რაღაცებზე წერდნენ, მაგრამ ერთია დაწერო და მეორე — პირისპირ შეხვდე და თან გახსოვდეს ის, რაც დაიწერა

• ჩამოვიფერთხავ ჩემი გულიდან ფერფლს და კვლავ ვასწავლი მას სუნთქვას

• ქალს, მამაკაცთან რომ დაწვეს, სჭირდება სიახლოვის, ნდობისა და კავშირის სიმტკიცის შეგრძნება. მამაკაცს — ძირითადად, ადგილი…

• შევთანხმდით, რომ მამაკაცებში უმთავრესად გონება გვიტაცებს, რადგან მხოლოდ ჭკვიანი მამაკაცი შეიძლება იყოს საინტერესო, მაშინაც კი, როცა ის გასუქდება და გამელოტდება. ყველაზე უარესია, როცა მისი პრესი უფრო რელიეფურია, ვიდრე ტვინი

სამყარო - Sputnik საქართველო
არ ენდო ქალს, რომელიც ერთგულებაში ამხილე...

• ქალებმა ხომ, უმრავლეს შემთხვევებში, ზუსტად იციან, რა უნდათ პირველი სექსის შემდეგ – ყველაფერი ან არაფერი. მაგრამ, სინამდვილეში, ეს უკვე პირველი კოცნის შემდეგ იციან

• ტვინი მხოლოდ მაშინ მუშაობს კარგად, როცა სულია მშვიდი

• ხანდახან უნდა დაივიწყო, ვინ ხარ, დაივიწყო საკუთარი სახელი, საკუთარი ცხოვრების ნაწილი. შესაძლოა დაივიწყო და არ გაიხსენო იქამდე, სანამ საკუთარი თავი არ მოგენატრება.

• ვის სჭირდება ეს ბანალური „მიყვარხარ", თუ მამაკაცი შენზე ადრე დგება, გიმზადებს საუზმეს და თეფშზე მარწყვისგან მომზადებულ გულს გიდებს? ვის და რისთვის?

• სანთლებიც კი ერთდროულად არ იწვება…

• მამაკაცები რომ ბავშვებს აჩენდნენ, მსოფლიოში არავის ეყოლებოდა არც ძმა და არც და…

• შეხების სურვილი ძირითად სურვილებს შორის უმნიშვნელოვანესია

მექსიკელი მწერალი, ფიპლომატი, ჟურნალისტი და სცენარისტი კარლოს ფუენტესი - Sputnik საქართველო
მე ვერ ავცდები ასჯერად სიკვდილს, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს ვუცდი...

• ისინი მთელი ცხოვრება სადღაც გზის შუაში ხვდებოდნენ. ქალს მიაჩნდა, რომ ყველაფრის დასაწყისი დაბადებაა, მამაკაცს კი — სიკვდილი

• მამაკაცს, როგორც წესი, ადვილად შეუძლია საუბრის გაბმა სიყვარულზე. იმ პირობით, რომ ესაა სიყვარული მოტოციკლის, ავტომობილის, ფეხბურთის ან საკუთარი თავის. საკუთარ თავზე მათ პრაქტიკულად უსასრულოდ შეუძლიათ საუბარი

• ვინმეს რომ თანაუგრძნო, ჯერ თვითონ უნდა იგრძნო რაღაც

• სულზე ძალადობა მხოლოდ განსაზღვრულ მომენტამდე შეიძლება. შემდეგ ის, უბრალოდ, ფეხის ძვალივით ტყდება

• თავის სიყვარულთან ერთად მან მაჩუქა ის, რაზეც ყველა ქალი ოცნებობს: მასთან აღარ მეშინოდა…

• მარტო მაშინ ხარ, როცა ამის დრო გაქვს

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

• ქალები წუწუნებენ, რომ მამაკაცებს მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ გონებაში, მაგრამ როდესაც მამაკაცები ამაზე აღარ ფიქრობენ, ქალები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს

• ღმერთო, დამეხმარე, ისეთი ადამიანი გავხდე, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ!

• ღმერთს ღრმა სასოწარკვეთილების მომენტებში ვეძებთ. როცა ბედნიერნი ვართ, ის იშვიათად გვახსენდება. თუ საერთოდ გვახსენდება

• ხშირად ხდება, რომ ქალი მამაკაცს უმალავს გრძნობას, რომელიც მის მიმართ აქვს მაშინ, როცა მამაკაცი გამოხატავს იმ გრძნობას, რომელიც არ გააჩნია

• ეჭვიანობა და სიყვარული ცხოვრებაში წყვილად დადიან, ტყუპი დებივით, მაგრამ ეჭვიანობა, სიყვარულისგან განსხვავებით, დესტრუქციულია

• გრძნობების ქრონიკული უკმარისობა ქორწინებაში — აი, მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანი სიყვარულს გარეთ ეძებს

ხორხე ბუკაი - Sputnik საქართველო
გადაყარე ნიღბები, გათავისუფლდი, იცინე და გამოიყენე თითოეული წამი

• კითხვას, რისი ეშინიათ ადამიანებს ყველაზე მეტად, მოჰყვა პასუხი: მარტოობის. მათ ეშინიათ მარტოობის უფრო მეტად, ვიდრე სამყაროს დასასრულის, თერმობირთვული კატასტროფისა ან შიდსისა

• იქნება, ჩემთვის საკმარისი არ არის ის, რომ ვუყვარვარ? იქნებ, მინდა ვიცოდე, რატომ ვუყვარვარ?

• სრულყოფილებისკენ სწრაფვამ ხანდახან შეიძლება გვაჩვენოს, რამდენად არასრულყოფილი ვართ

• ვარამს, წუხილსა და ტკივილს ისევე შეუძლია მოკლას, როგორც ვირუსებს

• მაშინ უნდა იტირო, როცა ვერავინ გხედავს. მხოლოდ მაშინ იღებ ამისგან სიხარულს

• წიგნი ბედნიერებაზე მხოლოდ ერთგვერდიანი იქნებოდა. სევდის შესახებ წერა უსასრულოდ შეიძლება

დიმიტრი უზნაძის ძეგლი - Sputnik საქართველო
სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა

• ყველაფერ მარადიულს შორის ყველაზე ხანმოკლე სიყვარულია

• შეიძლება, ვინმესთან ერთად მოგინდეს დაწოლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დილით ერთად გაღვიძება და ერთმანეთისთვის ჩაის მომზადებაა

• ხანდახან ადამიანებს დაშორება უნდათ, რომ ჰქონდეთ მონატრების, ლოდინისა და შეხვედრით გამოწვეული სიხარულის შესაძლებლობა

• ნუთუ გრძნობებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გვახსოვს, ასეთი მაღალი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს? იმის ნაცვლად, რომ გვათბობდეს, ისინი გვწვავს

• მან იცის ამიერიდან და სამუდამოდ, რომ ქალი — ეს ტკივილია. ჯერ ხელზე ტატუირებიდან, შემდეგ — მოგონებებიდან…

 

ყველა ახალი ამბავი
0